2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბათუმის ციხეში პატიმარმა მძინარე თანასაკნელი დაჭრა

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. 

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. 
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა"- წერია განცხადებაში. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:55

    გორში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოი...

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა, 70 წლის ღვთისო პეტრიაშვილმა ოჯახის წევრები წუხელ, გვიან ღამით მოკ...

  • 14:13

    დააკავეს პირი, რომელიც ეროვნული გამოცდების გარეშე...

    საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულ...

  • 12:41

    ერთ-ერთი გარდაცვლილი ზაქრო მათიაშვილი - ის ადგილე ...

    👉ერთ-ერთი გარდაცვლილი ზაქრო მათიაშვილია  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ის ადგილე ბიძაშვილის გადასარჩენად მივიდა რა დროსაც ზურგში ესროლეს....

  • 09:45

    საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუ...

    საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია   "მოქმედი სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2016 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ...

  • 09:44

    შსს - პირმა, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა,...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსროლელმა 5 ადამიანი მოკლა, 5 დაჭრა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გარდაცვლილია 1 პოლიციელი, კორპუსის მცხოვრები 4 მოქალაქე და თავად თა...

  • 14:58

    ვარკეთილში სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ორი ნაბიჯი...

    15 იანვრის ღამეს, ვარკეთილში სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ორი ნაბიჯის მაღაზია გაქურდეს. უცნობია, რისი წაღება შეძლეს არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან. itv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუც...

  • 23:53

    კასპში, მაზლმა რძალი მოკლა...

    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მაზლმა რძალი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 73 წლის ქალი, რომელიც 83 წლის მაზლმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მათ ქონებრივი დავა ჰქონდათ. სხვა დეტა...