0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

6 ადამიანი ,,კანონიერ ქურდის“ დავალებით თბილისის აეროპორტში მომუშავე ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ აგროვებდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნეს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდში, "ქურდული სამყაროს“ სამი წევრი, საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერ ქურდის“ დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, "ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ სამ პირთან ერთად, ორგანიზებას უწევდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. "ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ამავდროულად, „ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ წევრი ახორციელებდა ზემოთხსენებული საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ასევე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

აღნიშნული ქმედებისთვის, "ქურდული სამყაროს“ სამი წევრიდან, ორ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით „ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთს კი  223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და 194-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ. 

ასევე, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის, სამ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223³-ე მუხლის მეორე ნაწილით​ წარედგინა​თ.

სასამართლომ, ერთი პირი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე და 236-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული ორი პირიდან ერთს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მეორე მათგანის ქმედება დაკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:41

    50 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორეს ქუჩ...

    ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.  50  წლადე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრიელს,  40 წლამდე მამაკაცს კი ...

  • 10:14

    გაირკვა 15 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც სპორტულ მოე...

    ზუგდიდში 15 წლის ბიჭს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გ...

  • 16:28

    ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ირაკლი ა...

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულ ირაკლი აგლაძეს, 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.   სასამართლომ, აგლაძე დამნაშავედ სცნო დამამძ...

  • 12:36

    უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი მ...

    თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლ-ქმარი გაძარცვა და მოკლა, მათი შვილი კი ძალის გამოყენებით დააბა და დაემუქრა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებე...

  • 12:13

    სხვისი ანგარიშებიდან თანხა თავიანთ ანგარიშებზე გად...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩი...

  • 12:11

    თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ა...

    თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. არსებული ცნობით, დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით,  კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ...

  • 13:44

    სიღნაღში ძმამ და მოკლა...

    კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. &bdquo...