1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ე.წ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა 1068 ცხვარი მწყემსებთან ერთად გაიტაცეს

ცხვრების გატაცება და მწყემსებისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით  პოლიციამ კახეთში 5 პირი დააკავა, 2-ს ამ დრომდე ეძებენ. 

"1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა.

1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.

1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 1996 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს და 1989 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს, მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო ქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი. ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს მიმართა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო "აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, "ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს." - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:39

    ვაკეში,კაფე "სტრადაში" კაცი ჩაცხრილეს...

    სროლა თბილისის ცენტრში. ვაკეში, კაფე "სტრადაში" კაცი ჩაცხრილეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგეს.  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.მიმდინარეობს გამოძიება...

  • 12:40

    „ქრთამის სახით მიიღეს ფულადი თანხები“ – დაკავებული...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის აპრი...

  • 11:00

    ახმეტაში 71 წლის ქალი 18 წლის ახალგაზრდამ სანადირო...

    ახმეტაში, 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა მოკლა, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მოხუცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელმა ესროლა. თვითმხილველების და გარდაცვლილის მეუღლის  ინფორმაცი...

  • 14:52

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთ...

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დავა თანხის გამო დაიწყო. არსებული ინფორმაციით...

  • 12:22

    აშშ-ში გადაყვანის სანაცვლოდ მოქალაქეებს 7000 $ არ...

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თ...

  • 13:29

    დააკავეს 3 პირი, რომლებიც იაფფასიანი სარეცხი ფხვნი...

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ო...

  • 12:53

    14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთ...

    კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს. 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთხვევაში კაცმა – 12 წლის გერზე იძალადა. არსებული ინფო...