0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

" ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო" - შვილის მიერ მამის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა

სოფელ ანაგაში მომხდარი მკვლელობის მოტივად მამა-შვილს შორის მუდმივი კონფლიქტი სახელდება.

მეზობლების თქმით, 20 წლის ოთარ თევდორაშვილსა და 58 წლის მიხეილ თევდორაშვილს შორის ხშირი კონფლიქტური სიტუაციის გამო, მათ სახლში პოლიცია არაერთხელ შეუნიშნავთ.

„ღამე რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მათი ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო. სულ სვამდა და მთვრალი იყო ეს ბიჭი. ამის გამო მამას და შვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. ღამე ჯერ უცემია, მერე დანით მიუყენებია დაზიანებები და კაცი ადგილზე გარდაცვლილა. ყველამ იცის, რომ სულ ჩხუბობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მკვლელობა გვიან ღამით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა. კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 20 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...