1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

1 421 000 ლარის ოდენობის „აგროკრედიტი“ მიიტაცეს - მხილებულია 14 პირი

სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ცნობით,  „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ 2019-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიღებულ იქნა საერთო ჯამში 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას. დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებულ იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადებულ იქნა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილ იქნა ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში - 182 854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293 469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების  5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...

  • 19:48

    ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 00...

    ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გ...

  • 16:24

    "სიბნელეში ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვი...

     ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის დემურ ნონაშვილი მოკლეს. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული გელა ნონაშვილი, რომელიც მოკლულის ნათესავია. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაკავებულს ნათესა...

  • 11:04

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძ...

    შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის ...