„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
საზაფხულო სეზონი მართალია სადაც არის მიიწურება, თუმცა გასაგრილებლად ლუდი ჯერ კიდევ აქტუალური სასმელია. როგორც ლუდის მოყვარულები ამბობენ, ლუდი ერთ-ერთი საუკეთსოა, რომელსაც ცხელ ზაფხულში ორგანიზმის გაგრილება შეუძლია. ლუდი აგრეთვე ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია ახალგაზრდებს შორის და რიგით მესამე ჩაისა და წყლის შემდეგ.
ცნობილია, რომ ლუდი მარცვლეულისგან იხარშება, ეს უკანასკნელი კი მას კვებით ღირებულებას ანიჭებს. როგორც წესი, ლუდს სასუსნაოსთან ერთად მიირთმევენ. ლუდი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინსა და ვიტამინ B-ს. ლუდი აგრეთვე მდიდარია მინერალებით, რომელიც მაგნეზიუმის, სელენს, კალიუმს და ბიოტინს შეიცავს. ეს დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში და ჯანმრთელობას სხვადასხვა ასპექტებში აუმჯობესებს.
გთავაზობთ, ლუდის 10 სასარგებლო თვისებას თქვენი ჯანმრთელობისთვის
· ხელს უწყობს კიბოს დაავადების თავიდან აცილებას
ლუდი შეიცავს ფლავონოიდურ ნაერთებს, რომელიც მთავარ როლს თამაშობს კიბოს დაავადების, მათ შორის, პროსტატის სიმსივნის თავიდან აცილებაში. ლუდი აგრეთვე წარმოადგენს პოლიფენოლების საუკეთსო წყაროს, რომელიც, დამტკიცებულია, რომ ეფექტურად ებრძვის კიბოს.
· წინააღმდეგობას უწევს ანემიას
ლუდი ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. სწორედ აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ანემიას. ვიტამინ B12-ს სხვა დაავადებების განდევნაც შეუძლია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდისთვის, კონცენტრაციისა და კარგი მეხსიერებისთვის.
· ხელს უშლის დაბერებას
იცოდით, რომ ლუდი ხელს უშლის დაბერებას? დიახ, სიმართლეა, რომ ლუდი აძლიერებს პოტენციალს და ზრდის E ვიტამინის რაოდენობას, რომელიც ორგანიზმში ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს. E ვიტამინი აუცილებელია ჯანსაღი კანის შენარჩუნებისთვის და ანელებს დაბერების პროცესს.
· ხელს უწყობს თირკმლის ჯანმრთელობას
ხანდახან, თირკმელებში ნაღვლოვანი კენჭები ან თირკმლის ქვები ფორმირდება, რასაც ძირითადად დეჰიდრატაცია იწვევს. ასე რომ, ლუდის მოხმარებას შეუძლია შეამციროს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ლუდი განსაზღვრული რაოდენობით უნდა მიიღოთ.
· ხელს უწყობს აზროვნებას
ასაკის მატებასთან ერთად, ტვინის ფუნქციონირება მცირდება. ტვინი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ხელს უწყობს მახსოვრობას, კონცენტრაციას და სხვა მრავალ ფუნქციას. ლუდის მოხმარება ამცირებს კოგნიტური უნარების დაქვეითებისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკებს.
· მიირთით ლუდი - ჯანმრთელი გულის გარანტია!
ლუდის რეგულარული მოხმარება 30%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკებს. ლუდს ასვე გააჩნია შედედების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების დაწმენდას. თუკი ლუდს განსაზღვრული რაოდენობით მოიხმართ, ეს შესაძლოა, სისხლის შედედებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაგეხმაროთ.
· ამცირებს დიაბეტის რისკებს
თუკი ლუდს განსაზღვრული რაოდენობით მოიხმართ, დიაბეტით დაავადების რისკები ქვეითდება. კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ ლუდის განსაზღვრულ მოხმარებას შეუძლია 2 სახეობის დიაბეტი აგაცილოთ თავიდან, ვინაიდან, ცნობილია, რომ ლუდი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს.
· ხელს უშლის მაღალ წნევას
ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდებს, რომლებიც ლუდს მოიხმარენ, ნორმალური წნევა აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუდი ხელს უშლის მაღალ არტერიულ წნევას. ასე რომ, თუკი მაღალი წნევა გაწუხებთ, შეგიძლიათ მიირთვათ 1-2 ჭიქა ლუდი.
· აფერხებს ინსულტს
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდის განსაზღვრული მოხმარება იცავს სისხლძარღვებს, რომლებიც გულსა და სხეულის სხვა ორგანოებს აწვდის სისხლს.
ლუდს, განსაზღვრული რაოდენობის მიღების შემთხვევაში, სილიკონის შემცველობის ხარჯზე, ჯანსაღი ძვლის ფორმირება შეუძლია. სილიკონი ხელს უწყობს ძვლის უჯრედების სტიმულაციას, ხოლო ლუდის ესტროგენული ეფექტი ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები