1 2 : 5 9
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის სახელფასო გათამაშების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ოქტომბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. ოქტომბრის გათამაშებაში 12-მა იღბლიანმა მოიგო. საერთო ჯამში გათამაშდა 150 000 ლარი. დედაქალაქის გარდა ფულადი პრიზები გათამაშდა ოზურგეთში, სენაკსა და  ახალციხეში.   საქართველოს ბანკი ულოცავს ყველა გამარჯვებულებს!

მათ კი ვისაც ხელფასი საქართველოს ბანკში ერიცხებათ, ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გათამაშებაში და ყოველთვიურად მოიგონ  5 000, 10 000, 20 000, 50 000 ლარი. გათამაშების ბოლოს კი სუპერ პრიზი - 100 000 ლარი.

გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი,  2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ  გათამაშების ერთი  ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.  კონკრეტულად კი: 12 ნოემბერს, 10 დეკემბერს, ასევე,  2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება  6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000;  2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი.  სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება  100 000 ლარი.  გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით.  

ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. გამარჯვებულების  შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე.  www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge.  მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:09

    საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქ...

    19 სექტემბერი, 2019- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათ...

  • 10:27

    "ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსი...

    "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ბულგარული ბრენდის "ჩიპოლინოს" საბავშვო ნაწარმის ფართო არჩევანია."ჩიპოლინოს" ეტლები, მანეჟები, სასადილო სკამები, მანქანის სავარძლები, თეთრეული, დედის ჩანთები, აღვირები და პლა...

  • 13:34

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები...

    „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra,  HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავ...

  • 12:21

    ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება...

    ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესს...

  • 15:46

    რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია...

    17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოი...

  • 10:38

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „უ...

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე“ახალი მობილური ინტერნეტპაკეტი საშუალებას გაძლევთ, აქტივაციიდან 24 საათის განმავლობაში ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ულიმიტო ინტე...

  • 14:56

    ვოლვო თქვენი უსაფრთხოებისთვის...

    ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამი...