1 8 : 4 2
 | 

ბიზნესი

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი - ლადო აფხაზავა თიბისის სტიპენდიატებს შეხვდა

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ლადო აფხაზავა თიბისის სტიპენდიატებს შეხვდა და ლექცია ჩაუტარა. შეხვედრა 2 ქალაქში ჩატარდა - დედაქალაქში თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების სტიპენდიატები შეიკრიბნენ, ქუთაისში კი - სტიპენდიატები დასავლეთ საქართველოდან.

განათლების მნიშვნელობა, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ლადო აფხაზავამ მოზარდებს საკუთარ მოსწავლეებთან ურთიერთობის მაგალითებითა და ინტერაქციული დავალებებით გაუზიარა.

„თიბისის სტიპენდიატები“ თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 200-მა სტიპენდიატმა პირველი სტიპენდია უკვე აიღო და მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს.

2018 წლის ბოლოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძებნა დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

სტიპენდიატების პროექტის ფარგლებში სტიპენდიატები თიბისის ინიციატივით სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მთელი წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული. დაიგეგმება ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ისეთი ლექციები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სტიპენდიატი ბავშვების ცოდნისა და გამოცდილების განვითარება იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:41

    HUAWEI Mate 20 Pro ანდროიდის ახალი სისტემის ტესტირ...

    Google-მა HUAWEI Mate 20 Pro Android Q beta-ს პროგრამაში დააბრუნა. გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს ისეთი ასოციაციების რიგებში ყოფნას, როგორიცაა: SD ასოციაცია, Bluetooth-ისა და Wi-Fi ალიანსი.კომ...

  • 13:22

    საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgi...

    14 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წე...

  • 12:37

    TPAY - გადახდის ახალი პლატფორმა...

    თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა. TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემო...

  • 11:46

    მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპ...

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორ...

  • 11:10

    სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნი...

    ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარი...

  • 17:42

    HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა ...

    კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის  ბოლოდროინდელი  მოვლენების ფონზე, გავრცელებული   ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagra...

  • 17:04

    პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების...

    პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიუ...