„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
18 აპრილი, 2019- საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს.
საქართველოს ბანკის და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები Garmin-ის “ჭკვიანი საათით“ განახორციელონ.
უკონტაქტო, „ჭკვიანი საათით“ გადახდის მეთოდი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ტრანზაქციები სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად, რადგან მას აღარ მოუწევს ბარათების თუ ნაღდი ფულის ტარება. აღსანიშნავია, რომ კომფორტულ, უკონტაქტო გადახდებთან ერთად Garmin-ის საათი ითვლის მომხმარებლის პულს, აკონტროლებს მფლობელის ადგილმდებარეობას, ეხმარება ვარჯიშის განრიგის განსაზღვრასა თუ კალორიების დათვლაში. Garmin-ის ჭკვიან საათს ასევე შეუძლია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, შემომავალი ზარების მიღება და სხვა მრავალი ფუნქციის განხორციელება.
გადახდების სისტემა იყენებს ბარათის მონაცემების უნიკალურ ციფრულ იდენტიფიკატორს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორების პროცესისთვის ფაქტობრივი ანგარიშის მონაცემების გამჟღავნების გარეშე. იმისათვის, რომ მოხდეს საათის მეშვეობით გადახდა, საჭიროა მომხმარებელმა დაადოს საათი ტერმინალს.
ყველას ვინც ფლობს საქართველოს ბანკის VISA პლასტიკურ ბარათს, Garmin-ის საათების შეძენა, ექსკლუზიურად შეუძლია საქართველოს ბანკის SOLO ლაუნჯებში, საქართველოს მასშტაბით.
„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ ექსკლუზიურად ჩვენს მომხმარებელს და პირველად მთელი კავკასიის რეგიონში. თანამდროვე რეალობაში დროის სწორედ დაგეგმვა და გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ მაქსიმალურად დავზოგოთ ბანკის მომხმარებლის დრო და შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული და ამავე დროს ინოვაციური პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ პირველად კავკასიის რეგიონში სწორედ საქართველოს ბანკთან და Visa-სთან ერთად გახდა შესაძლებელი - ინოვაციური, უკონტაქტო, Garmin-ის საათით გადახდის მეთოდის დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდის Garmin-ის საათით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქციით ისარგებლოს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი ეკუთვნის ინტერნეტ გადახდებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით მომხმარებლებს სწორედ ასეთ მომავალთან ვაახლოვებთ. ბანკის მომხმარებლები გადახდების განხორციელებას მარტივად და უსაფრთხოდ, გადახდის ტერმინალზე საათის ერთი შეხებით შეძლებენ“,- განაცხადა ვირა პლატონოვამ Visa CISSEE-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონალურმა მენეჯერმა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები