0 1 : 3 6
 | 

ბიზნესი

მომხმარებლის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის დახმარებით, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია. კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატით შემოწმებისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს.

ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას, კომპანიის სპეციალისტებს გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში დახვდათ.

ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად აღდგენილი.

კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა, ასევე, მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და საეჭვო სუნის შესახებ შეგვატყობინა. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

გაფრთხილებთ - არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები.

სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ მათი მდგომარეობა.

ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს, სადაც გაზის სუნი იგრძნობა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე.

კომენტარები

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

მსგავსი სიახლეები

  • 16:05

    საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ...

    18 ივნისი, 2019 - საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე განიხილეს ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამო...

  • 11:43

    საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PL...

    18 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის   განვითარებაში ინვესტირება...

  • 13:10

    კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირ...

  • 11:27

    პაშა ბანკმა დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნები...

    პაშა   ბანკის   სპონსორობით, ბათუმში, 13-14   ივნისს   დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიისქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა. აღნიშნული კონგრესი...

  • 23:19

    თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამა...

    თიბისი ბანკი ტაქსის მძღოლებს მათზე მორგებულ, გამარტივებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.  ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენა...

  • 23:43

    პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაც...

    14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია.პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრ...

  • 23:36

    შპს „მაგთიკომის“ განცხადება...

    მაგთიფიქსისმომსახურება  უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება 17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება  უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობა...