0 4 : 0 4
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს

13 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს  იწყებს. პროგრამის მიზანია, სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის წარმატებული მონაწილეები კი საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს ბანკი კი, თავის მხრივ, შეძლებს  შექმნას  ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდები. 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტური პროგრამების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და იპოვონ საკუთარი როლი შესაბამის გუნდებში. ასევე,  გაეცნონ და იმუშაონ ეჯაილის პრინციპებით, დანერგონ ის პრაქტიკაში. სტუდენტური პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტური პროგრამა ბანკში 2014 წლიდან მოყოლებული წარმატებით ხორციელდება. პროგრამის გამორჩეული მონაწილეები კი დღეს უკვე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები არიან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. 

რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: It.internship.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:34

    „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები...

    „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra,  HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავ...

  • 12:21

    ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება...

    ბიზნესდაჯილდოება 2019 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესს...

  • 15:46

    რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია...

    17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოი...

  • 10:38

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „უ...

    მაგთიკომმა ახალი აქცია შესთავაზა მომხმარებელს - „ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე“ახალი მობილური ინტერნეტპაკეტი საშუალებას გაძლევთ, აქტივაციიდან 24 საათის განმავლობაში ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ულიმიტო ინტე...

  • 14:56

    ვოლვო თქვენი უსაფრთხოებისთვის...

    ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამი...

  • 00:25

    თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “მონოჰოლი” იხ...

    მულტიფუნქციური სივრცე „მონოჰოლი“, რომელიც 2000 ადამიანს იტევს,  28 სექტემბერს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სწორედ 28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL „MONO HALL“-ში, რომელიც ბაქრაძის 2 ნომერში მდ...

  • 18:03

    „adjarabet.com“-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადა...

    adjarabet.com-ის ფილმის გადაღებები დასრულდა.  „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო   და თბილსში დასრულდა.გადაღებებს ‘’მეტრო ფროდაქშენი’’უძღვებოდა. ფილმშ...