1 2 : 3 2
 | 

ბიზნესი

Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი

Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი

პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

ლივოს შეფასების სერვისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სამართლებრივი თუ კომერციული მიზნებისთვის. მათ შორის, აუდიტორული დასკვნისთვის, ბუღალტრული ანგარიშგებისთვის, ქონების გადასახადის დაანგარიშების, ქონების გაყოფის, სესხის აღების და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომერციულ ბანკებს, სალიზინგო, სადაზღვეო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

უძრავი ქონების შეფასებას ახორციელებს 55 სერტიფიცირებული შემფასებელი, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ლივოს შემფასებლის მიერ შეფასებული უძრავი ქონების პორტფელი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას მოიცავს.

შეფასების სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფი ნებისმიერი ადგილმდებარეობის შემთხვევაში იდენტურია. საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასების ღირებულება 24 საათში 39 ლარია, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში - 78 ლარი. კომერციული ფართის შეფასება 24 საათში 149 ლარი ღირს, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში - 298 ლარი. (ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Livo.ge-ს ვებგვერდზე: https://livo.ge/shefaseba/.)

ლივოს მიერ დღეში საშუალოდ 600 ერთეული უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება, რაც ამ მხრივ კომპანია ლიდერია ბაზარზე. უახლოეს მომავალში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ლივოს შეფასებების რაოდენობა დღეში 900 ერთეულს მიაღწევს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

უძრავი ქონების შეფასების პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ.

“ჩვენი მიზანია, ონლაინ შეფასების სერვისი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფასისა და ტერიტორიული დაფარის კუთხით. ამით კი უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების ხელშეწყობას ვცდილობთ“, - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი, Livo.ge-ს დამფუძნებელი.

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. პლატფორმა განკუთვნილია როგორც ბინების ყიდვა-გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Livo.ge-ს საშუალებით მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე.

Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება, 3D ფოტოტურები. უახლოეს მომავალში ვებ-გვერდი მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან - საცხოვრებლად გადასვლამდე.

ციფრული პლატფორმა ღიაა ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია ის.

ლივოს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: Livo.ge, ან ცხელი ხაზზე: 032 215 86 86

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:02

    „ვოლვო ქარს“-ის ახალი კლიმატური გეგმა...

    „ვოლვო ქარსი“ იწყებს საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის  ერთ ავტომობილზე,  მთელი მისი საექსპლუატაციო ციკლის განმა...

  • 13:54

    HUAWEI-ს ახალი 1300 კვადრატულ მეტრიანი მაღალტექნო...

    კომპანია HUAWEI-ს ახალი  1300 კვადრატულ მეტრიანი მაღალტექნოლგიური მაღაზია, აღჭურვილია 5G კავშირი უსწრაფესი კავშირით და მოიაზრება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად. კომპანიაში აცხადებენ, რომ ე...

  • 13:08

    სს ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლ...

    სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. საჯარო ემისია  თიბისი კა...

  • 18:13

    პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში...

    პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმ...

  • 13:28

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Cha...

    21 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ...

  • 12:30

    სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებ...

    თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში - „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთ...

  • 11:33

    ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კორპორატიულ მომხმარებლებს კ...

    ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგ...