0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ამერიკული კომპანიები გვერდს უვლიან ტრამპის რეგულაციებს და HUAWEI- სთან თანამშრომლობას აგრძელებენ

ამერიკული კომპანიები კვლავ აწარმოებენ მილიონობით დოლარის პროდუქციას HUAWEI-სთვის - საუბარია მეხსიერების ბარათების მწარმოებლებზე, რომლებმაც მოახერხეს და გვერდი აუარეს ტრამპის ადმინისტრაციის აკრძალვას. 

კომპანიების ეს გადაწყვეტილება, დაეხმარება HUAWEI-ს გააგრძელოს ისეთი სტრატეგიული  პროდუქტების გაყიდვა, როგორებიცაა სმარტფონები და სერვერები. ამასთან ერთად, ეს ფაქტი ხაზს, უსვამს იმას, რომ თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის, არ არის მარტივი იმ კომპანიების შევიწროვება, რომლებიც თითქოს ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევა.   

აკრძალვების პირველი ტალღა, დამაბნეველი აღმოჩნდა HUAWEI-ს ბევრი მომწოდებლისთვის, რადგან იმ ეტაპისთვის ისინი კარგად არ იყვნენ ჩახედულები ამერიკის სავაჭრო კონტროლის საკითხებში და პროდუქციის ტრანსპორტირებაც ამის საფუძველზე შეაჩერეს. მოგვიანებით, როდესაც ჩართული მხარეები   იურიდიულ დეტალებში უკეთ გაერკვნენ, შეძლეს იმის განსაზღვრაც, თუ რომელი პროდუქტების გაყიდვა შეიძლებოდა ჩინეთში.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია მეხსიერების ბარათების მწარმოებელი უდიდესი კომპანია აშშ-ში Micron Technology, რომელმაც, ერთ-ერთმა პირველმა დადასტურა საჯაროდ  HUAWEI-სთან ბიზნეს ურთიერთობის აღდგენა. 

„კომპანია იძულებული იყო შეეჩერებინა პროდუქციის მიწოდება HUAWEI-სთვის, თუმცა 2 კვირის წინ პროცესი ისევ განახლდა, რადგანაც ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ კანონები და აღმოვაჩინეთ გზები, თუ როგორ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა პარტნიორობა კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა კომპანია Micron- ის აღმასრულებელმა დირექტორმა სანჯეი მეჰროტრამ.

აღნიშნულ საკითხებს შეეხოდა შესაბამისი კომენტარი გააკეთა იურიდიული კომპანიის Akin Gump-ის  პარტნიორმა კევინ ვოლფმა. მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ HUAWEI-სთან თანამშრომლობის შენარჩუნება, იმ შემთხვევაში, თუ მათი პროდუქცია არ არის  აშშ-ში დამზადებული.

„მაგალითად, მეხსიერების ბარათი შეგიძლიათ კვლავ მიაწოდოთ HUAWEI-ს, თუ მისი წარმოება მოხდა აშშ-ს გარეთ და არ შეიცავს ტექნოლოგიას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ბატონმა ვოლფმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკული კომპანიები არ წარმოადგენენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების ერთადერთ წყაროს, მაგრამ ახალი რეგულაციებით, მათ თავად შეექმნათ საფრთხე მნიშვნელოვანი  ბიზნეს პარტნიორის დაკარგვის.  სწორედ ამიტომ, ზოგიერთი კომპანია  წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანას განიხილავს, არსებული რეგულაციებისთვის თავის დაღწევის მიზნით.

Micron- ის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ სხა ლიდერი კომპანიებიც, როგორიც არის  მაგალითად INTEL - მათ იპოვეს გზა, რომ მათი პროდუქცია არ იყოს ამერიკულად კლასიფიცირებული. თუმცა, ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს.

ტრამპის აკრძალვების მიმართ, ამერიკული კომპანიების პროტესტის ფონზე, კომპანია HUAWEI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რენ ჟენფეიმ, მედიასთან შეხვედრისას და  კომპანიის განვითარებაში, ამერიკული  კომპანიების   წვლილზეც ისაუბრა: „მათთან პარტნიორობა, ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თანამშრომლობა უკვე 30 წელს ითვლის. შესაბამისად, ორივე მხარისთვის ჩამოყალიბებული ურთიერთობები და პარტნიორობა  პოლიტიკაზე მაღლა დგას“.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:25

    თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ...

    თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება უკვე შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.  სიახლით სარგებლობისთვის მომხ...

  • 15:16

    საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქც...

    27 მაისი, 2020- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდ...

  • 12:35

    თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს...

    ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო ...

  • 19:06

    თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა...

  • 14:26

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდ...

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო S90, XC60 და XC90 მოდელები 20 000 ლარ...

  • 14:24

    ავერსის სააფთიაქო თარო...

    ავერსის სააფთიაქო თარო ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი დ...

  • 18:00

    აჭარაბეთის 75 მომხმარებელს უკვე ახალი იაგუარი ჰყა...

    აჭარაბეთის უპრეცედენტო 100 დღიან გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 225 გამარჯვებული ჰყავს.  225  ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო ...