0 2 : 1 2
 | 

ბიზნესი

როგორ უნდა დავიბრუნოთ კვების ობიექტში გადახდილი ფული სფეისით?

საქართველოში პირველ სრულად ციფრულ ბანკს სფეისს სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ერთი წელი. ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურ საბანკო მომსახურებაში სფეისმა ბევრი სიახლე დანერგა: 24/7 გადარიცხვები, ყველა ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში გაერთიანების საშუალება, ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ბარათის უფასოდ ონლაინ შეკვეთა, QR განვადება, სესხის აღება 2 წუთში, მესენჯერით ფულის გადარიცხვა და ა.შ.

ამჯერად სფეისმა უნიკალური ქეშბექ პროგრამა გაუშვა: მსოფლიოს მასშტაბით კვების ნებისმიერ ობიექტში სფეის ბარათით გადახდისას, თანხის 5%-ს უკან დაიბრუნებთ. „ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, სფეისის სხვა პროდუქტების შექმნისას, მყისიერებასა და სიმარტივეზე გავაკეთეთ აქცენტი“ - აცხადებენ სფეისში. „არ გვინდოდა, რომ მომხმარებელს ეწვალა და ეძებნა ჩვენი პარტნიორების სიები, კონკრეტული ობიექტები, სადაც შეძლებდა ამ პროგრამით სარგებლობას. გადავწყვიტეთ, რომ მსოფლიოში ყველგან, კვების ნებისმიერ ობიექტში დაგვებრუნებინა გადახდილი თანხის 5% და რაც მთავარია მყისიერად, რადგან ლოდინი ჩვენც ისევე არ გვიყვარს, როგორც ჩვენს ერთგულ სფეისელებს.“

ქეშბექის მისაღებად საკმარისია, შეუკვეთოთ სფეის ბარათი სფეისის აპლიკაციიდან და მას ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ. თბილისის მასშტაბით ბარათს მოგართმევენ ელექტროსკუტერებით სფეისის კურიერები, რომელთაც თავად პილოტებს უწოდებენ. სფეის ბარათი სრულიად უფასოა, არ იხდი შეკვეთის, მოტანის, საკომისიოს თანხას. ასევე უფასოა განაღდებაც 4 ბანკის ბანკომატში (თიბისი, ვითიბი, ხალიკ ბანკი და ბაზის ბანკი)

ამას გარდა, 1 თვის წინ სფეისმა თავის ბარათს კიდევ მეტი ინტერესი შესძინა, როდესაც დანერგა განსხვავებული ლოიალობის პროგრამა - სფეის თამაში. პრინციპი აქაც მარტივია: იხდი სფეის ბარათით რაც შეიძლება ხშირად, აგროვებ ვარსკვლავებს მთელი კვირის მანძილზე და პარასკევს რეიტინგის მიხედვით იღებ ფულს, მაქსიმუმ 150 ლარს, მინიმუმ 5 ლარს.

“თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. დავფიქრდით, რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოგვეტანა“ - ამბობს სფეისის წარმომადგენელი ნათია სვანიძე. „თამაშის ელემენტების გამოყენება „არა თამაშის” კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება - ამ მოვლენას „გემიფიკაციის” სახელით იცნობენ მსოფლიოში. სწორედ ამ მიდგომით შევიმუშავეთ ჩვენი ლოიალობის პროგრამა.“

სფეისში ამბობენ, რომ ყველა სიახლე, რომელსაც ნერგავენ მათი მომხმარებლების თხოვნებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით იგეგმება. „ერთგული სფეისელები ისევე არიან ჩართულები პროდუქტის შექმნა-განვითარებაში, როგორც ჩვენ - თანამშრომლები. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და გაანალიზება. ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ახალი იდეები და დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა“

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ აქ https://space-digitalbank.lpages.co/cashback/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 20...

    რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2...

  • 17:10

    HUAWEI Nova 5T საშუალო ბიუჯეტური სმარტფონი, ფლაგმა...

    უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32...

  • 17:05

    საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და ...

    საბურთალოზე,  ვაჟა-ფშაველას N70-ში  მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზ...

  • 16:41

    საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meli...

    12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქა...

  • 16:11

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!!...

    17 წელი პაციენტების ბოლო იმედად !!! ფიტითერაპეფტი ლელა გეჟაძე 2003 წლიდან მკურნალობს ავადმყოფებს თავისი საავტორო პრეპარატით, რომელიც თავდაპირველად ღვიძლისა და ნაღვლის სამკურნალოდ იყო შექმნილი, მა...

  • 14:33

    საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობ...

    13 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვი...

  • 15:41

    თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებ...

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღო...