2 3 : 2 6
 | 

ბიზნესი

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო და 3 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ პროდუქტების შეძენისას Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრები ელით.

„ვისოლსა“ და „სმარტში“ 20 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას მომხმარებელი საჩუქრად სამოგზაურო ჩანთას ან Power Bank-ს მიიღებს, „ვენდისში“ 5 ლარის დანახარჯის სანაცვლოდ მომხმარებელი ჯერ კიდევ ცხელ სექტემბერში უგემრიელესი ნაყინით გაგრილდება, ოქტომბერში კი ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ჩიზბურგერს მიიღებს, „დანკინში“ კი ერთგულ მომხმარებელს 5 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას ნებისმიერი კლასიკური დონატი ელის დესერტად.

მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა - Apple Pay-ი - მობილური გადახდის ფორმაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.

„ვისოლს“ VISA International Service Association-თან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სააღდგომო აქციის ფარგლებში, თიბისი ერთგულთან ერთად 50 ლარის შესაძენზე მომხმარებელი 5 ერთგულ ქულას იღებდა საჩუქრად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/featured-technologies/Apple-Pay.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:47

    სანამ სპორტი გაჩერებული იყო აჭარაბეთმა კვლევა ჩაატ...

    გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, ხოლო 66% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულ...

  • 21:30

    “COANTE”-ს ბრენდის კვარცის სამზარეულოს ზედაპირების...

    სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოფნა ბედნიერებას უნდა იწვევდეს. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთები ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. „ზოდი“ უკვე 12 წ...

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...