2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

24 სექტემბერი, 2019Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა.  Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.’’ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  STP პროცესებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები