0 3 : 0 0
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა. 

კვლევის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” გაიმართა და მას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის მენეჯმენტის და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. 

თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში  სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტში გაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. 

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნაირიანობის ზრდა. 

დოკუმენტის მიხედვით,  წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია  ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ  ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს.

კვლევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია  გაიზარდოს ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების  რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის სრული ვერსია გამოქვეყნდება თიბისი რისერჩის ვებ-გვერდზე - https://www.tbcresearch.ge/en/SubCategory/Sector-Reports

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:13

    პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში...

    პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმ...

  • 13:28

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Cha...

    21 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ...

  • 12:30

    სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებ...

    თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში - „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთ...

  • 11:33

    ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კორპორატიულ მომხმარებლებს კ...

    ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგ...

  • 10:14

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს 9 ლოკაცია დაემატა. დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენწყალტუბოს რაიონის სოფლებში: საყ...

  • 10:09

    მაზდას იპონური საღამო...

    იაპონური პრემიუმ ბრენდის მაზდას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, მაზდა ცენტრი თეგეტამ, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა. სტუმრებმა მაზდას შოურუმის ნაცვლად ი...

  • 21:28

    „ღვინის ქარხანა # 1-მა “საქართველოში აკრედიტებულ დ...

    ღვინის ქარხანა # 1-მა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის  წარმომადგნლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.ღონისძიების მიზა...