0 1 : 1 2
 | 

ბიზნესი

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისათვის „ვენდის“ განსაკუთრებულად გემრიელი შეთავაზება აქვს. „რაგბი მენიუ“, რომელსაც „ვენდი“ კერძების გამოძახების სერვისით მოსარგებლე მომხმარებელს სთავაზობს საგულშემატკივრო, ნოყიერი კერძების გარდა,  წამახალისებელი აქციითაცაა მიმზიდველი, რომლის სუპერ პრიზი - მოგზაურობა ბარსელონაში ორ ადამიანზე საყვარელი რაგბის ნაკრების საქომაგო განწყობას კიდევ მეტად ამაღლებს.

2 ნოემბრის ჩათვლით 18 + ნებისმიერი პირი, რომელიც „ვენდის“  „რაგბი მენიუს“ შეუკვეთავს მობილური აპლიკაციითა თუ ვებ გვერდით GlOVO-ს, WOLT-ის  თუ MENU.ge-ს საშუალებით, მენიუს შემადგენლობაში შეთავაზებული ქართული ხორცითა და პურით დამზადებული უგემრიელესი ბურგერის, დიდი ზომის ფრის და  ლუდი "ესტრელას“ (0.5 ლ.) გარდა, მონაწილეობას მიიღებს წამახალისებელ აქციაში. საკვების გამოძახების სერვისით მოსარგებლე „რაგბი მენიუს“ ყოველი 50-ე  მომხმარებელი დასაჩუქრდება რაგბის მაისურით, რაგბის ბურთით ან 24 (0.5 ლ-იანი)  ქილა ლუდი "ესტრელას“ შეკვრითა და ბრენდირებული ჭიქით.  ის მომხმარებელი კი, ვინც კამპანიის განმავლობაში შეიძენს  „ვენდის“ ყველაზე მეტ „რაგბი მენიუს“ "ესტრელასგან“ და „ვენდისგან“ საჩუქრად მიიღებს საგზურს ბარსელონაში ორ ადამიანზე და ბარსას თამაშზე დასასწრებ ორ ბილეთს.  

„ვენდის“ ყველაზე სპორტული აქცია მიმდინარეობს  როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და გორში.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4...

  • 15:19

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმა...

    19 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. ...

  • 14:37

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინივიატივით უახ...

    15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის მიზანს ...

  • 11:54

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოდიში, რუხი, ახალაბასთუმანი.  მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კა...

  • 18:39

    „ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“ - ახალი გ...

    ქართული ლუდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანია ”ნატახტარი” ყოველთვის ცდილობს, ახალ-ახალი რეცეპტურით დამზადებული ლუდი შესთავაზოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, სპეციალურ ჩამოსხმასთან...

  • 12:27

    როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ...

    ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა - „ხარ ის, რითიც იკვებები“. აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდებით ისინი, რითიც ვსუნთქავთ“, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ამაზე პირდაპირ მეტყველებს. თბილისის მსგავსად, აქტიური ურ...

  • 12:14

    დეველოპერული კომპანია „რედკოს“ შეთავაზება თიბისი ს...

    დეველოპერული კომპანია „რედკო“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბი...