0 1 : 0 4
 | 

ბიზნესი

ღვინის ფესტივალზე გურჯაანსა და ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.მემორანდუმს ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ლაგუარდიას მუნიციპალიტეტის მერმა ლუსიო კასტანიედამ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ მათ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ჩვენთვის როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტისთვის მემორანდუმის გაფორმება ესპანეთის ლაგუარდასთან, რომელიც ასევე მეღვინეობის ქალაქია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საერთო სამომავლო გეგმებზე და ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, რომლის შედეგებასაც ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ“, – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გაფორმდა გურჯაანსა და სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას მუნიციპალიტეტებს შორის.გურჯაანის ღვინის ფესტივალს 6 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქებიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4...

  • 15:19

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმა...

    19 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. ...

  • 14:37

    „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინივიატივით უახ...

    15 ნოემბერს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის მიზანს ...

  • 11:54

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოდიში, რუხი, ახალაბასთუმანი.  მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კა...

  • 18:39

    „ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“ - ახალი გ...

    ქართული ლუდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანია ”ნატახტარი” ყოველთვის ცდილობს, ახალ-ახალი რეცეპტურით დამზადებული ლუდი შესთავაზოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, სპეციალურ ჩამოსხმასთან...

  • 12:27

    როგორი იყო გამწვანება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ...

    ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა - „ხარ ის, რითიც იკვებები“. აქვე უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა „ვხდებით ისინი, რითიც ვსუნთქავთ“, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ამაზე პირდაპირ მეტყველებს. თბილისის მსგავსად, აქტიური ურ...

  • 12:14

    დეველოპერული კომპანია „რედკოს“ შეთავაზება თიბისი ს...

    დეველოპერული კომპანია „რედკო“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბი...