1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დატათონი - აქციე მონაცემები ცოდნად

მათ, ვისაც მონაცემებთან მუშაობა, ვიზუალიზება, მოდელირება და ანალიტიკა უყვარს, 7-8 დეკემემბერს თიბისი ორ დღიან ახალგაზრდულ დატათონზე იწვევს. დატათონზე, რომელიც ტექნოპარკში იმართება, მონაწილეებს შეეძლებათ იმუშაონ ნამდვილ მონაცემებზე ხუთი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ პრიზები. წარმოდგენილი იქნება მონაცემები საბანკო, სადაზღვევო, სახელმწიფო, საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროებიდან.

დათატონში მონაწილეობისთვის აუცილებელია გუნდების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა შედგებოდეს 3-5 ადამიანისგან. მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ გუნდის წევრები.გუნდების ჩამოყალიბება მოხდება 6 დეკემბერს თიბისის სათაო ოფისში (მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული) 19:00-ზე. მანამდე კი, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2QQLXit
მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მონაცემებთან დაკავშირებულ სფეროებში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს (მაგ., განათლება ან გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, მათემატიკის, სტატისტიკის, პროდუქტის მართვის, UX დიზაინის და სხვა სფეროებში).

დატათონში მონაწილეებს ამოცანებს მისცემენ პარტნიორი ორგანიზაციები შესაბამისი ინდუსტრიებიდან, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ მონაცემებს და დააწესებენ პრიზებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით საუკეთესო ანალიტიკური გადაწყვეტილებების (მონაცემების გამოყენება, ვიზუალიზება და მოდელირება ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად) აგებისთვის. დავალების შესასრულებლად მონაწილეებს 36 საათი მიეცემათ.

თითოეულ ინდუსტრიაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1,000 ₾, სულ გამოვლინდება 5 გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს წინასწარ დადგენილი ჟიური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს...

    „სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს „სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურები...

  • 12:50

    რა სიახლეები აქვთ chaynik catering and event-ში და...

    სამი მეგობრის ქეითერინგის ბიზნესად ქცეული სტარტაპი... რებრენდირებული chaynik, ახალი ლოგოთი და დაფინანსების მოლოდინში მყოფი ყველაზე გემრიელი chaynik catering and event კომპანია. სტარტაპი, რომელიც წუთებ...

  • 11:10

    საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ს...

    14 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში ს...

  • 17:21

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ...

    13 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინა...

  • 17:20

    აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება თიბისის მხარდაჭერით ...

    თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თ...

  • 15:15

    Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვ...

    13 აგვისტო, 2020- საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის მიერ, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.  Global Finance-მა საქართ...

  • 12:25

    მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში ...

    მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო.  მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო  აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უ...