1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვისოლი“ და „სმარტი“ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

ხვალიდან, 19 მარტიდან, „ვისოლი“ და „სმარტი“ სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს  საკვები პროდუქტებით მოამარაგებს და შეუმსუბუქებს COVID-19 -თან დაკავშირებულ გადაადგილებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების სირთულეებს.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვურუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად,  სამოქალაქო მოძრაობა „მეგობრის“ მოხალისეები „ვისოლის“ საწვავით მოახდენენ „სმარტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეულითა და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით სიციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების მომარაგებას თბილისის მასშტაბით. ასე ვეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები