0 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად 200,000-ზე მეტ ფერმერს გადასცემს

კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმი 15 მაისს გააფორმა

კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფერმერებს საწვავს შეღავათიანი პირობებით მიაწვდის. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შეუძლიათ, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი  ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ფერმერები „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურებიდან დიზელს კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 16 თეთრით იაფად ჩაასხამენ, ხოლო საბითუმო ბაზებიდან - 20 თეთრით იაფად.

საწვავის  ბარათები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში გაიცემა.

საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა ეტაპოვრივად 20 მაისიდან დაიწყება, იურიდიული პირები და ის ფიზიკური პირები რომელთაც, თანასაკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები, საწვავის ფასდაკლების ბარათების მიღებას 1 ივნისიდან შეძლებენ. ეტაპობრივად მოხდება საწვავის ფასდაკლების ბარათების გამოყენება, ნებისმიერი ფერმერი, 1 ივლისამდე შეძლებს მხოლოდ 50 ლიტრი საწვავის ფასდაკლების ბარათის გამოყენებას, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე 300 ლიტრის, ხოლო შემდგომ კი ნებისმიერი რაოდენობით.

 დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს.

კონსოლიდირებული ტენდერის ფასის ნახვა შესაძლებელია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ვებ-გვერდზე: https://www.sgp.ge/ge/Government_Tenders/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:06

    თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა...

  • 14:26

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდ...

    „ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო S90, XC60 და XC90 მოდელები 20 000 ლარ...

  • 14:24

    ავერსის სააფთიაქო თარო...

    ავერსის სააფთიაქო თარო ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი დ...

  • 18:00

    აჭარაბეთის 75 მომხმარებელს უკვე ახალი იაგუარი ჰყა...

    აჭარაბეთის უპრეცედენტო 100 დღიან გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 225 გამარჯვებული ჰყავს.  225  ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო ...

  • 17:20

    თელიანი ველი ბრიტანეთში...

      „თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები უკვე ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი . თელიანი ველი და ღვინის წამვანი იმპორტიორი „ბუტინო“,  „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხ...

  • 11:45

    "ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!"- "ვენდის" და "და...

    "ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!" - ასე პასუხობს "ვენდის" და "დანკინის" საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომელიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ...

  • 17:30

    ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქ...

    ვოლვო ქარსი ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისათვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედერი შემთხვევები, Volvo-ს ყველა ახალი მოდელს აქვს...