„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენ...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
|
რადლერი ტრადიციული და ყველაზე პოპულარული გერმანული ლუდის მიქსია. როგორც ამბობენ, სასმელი 1922 წელს ლუდის ბარის „Kugler Alm” მფლობელმა გერმანელმა ფრანც კუგლერმა გამოიგონა. იმ ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობა ველოსიპედით სარგებლობდა და ფაბი იყო სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი სულს ითქვამდნენ, წყურვილს იკლავდნენ და შემდეგ აგრძელებდნენ გზას. კუგლერმა ერთ დღეს, როდესაც ლუდი ამოეწურა, მოსულ სტუმრებს ლიმონათით განზავებული ლუდი შესთავაზა. მათ ლუდის სიმწარისა და ხილის არომატის კომბინაცია ძალიან მოეწონათ და ეს სასმელი სწრაფად გახდა პოპულარული.
თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ლუდის მიქსმა სახელწოდება გერმანული სიტყვიდან მიიღო - “Radler”, რაც „ველოსიპედით სიარულს“ /“ველოსიპედს“ ნიშნავს.
როგორც ჩანს, ამ მეტად უნიკალურ და ასწლოვან სასმელს, წარმოშობის საკმაოდ მრავალფეროვანი ვერსიები აქვს. ის პოპულარულია ევროპაში და ამასთან ტრენდულიც. პირველი ლუდის მიქსი საქართველოშიც გამოჩნდა. ეს არის “ქარვა რადლერი” ლიმონითა და ლაიმით, რომელშიც 80% ლუდია და დანარჩენი - ლიმონისა და ლაიმის წვენი. ახალ პროდუქტს კი, ქართველ მომხმარებელს ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანია „ეფეს საქართველო“ სთავაზობს. „ქარვა რადლერი“ უკვე ჩამოისხა და გაყიდვაშია.
„ქარვა რადლერი“ სასიამოვნოა განსაკუთრებით ზაფხულში - გაგრილებს, არ გათრობს და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით (ალკ. 2,8%) გამოირჩევა.
გაიცანი “ქარვა რადლერი”:
https://www.facebook.com/watch/?v=328083411692806
„პროექტი სახელად „ქარვა რადლერი“ დიდი ხანია შემოდებული გვქონდა თაროზე და ველოდებოდით დროს, როცა ბაზარი მომწიფდებოდა ამ სიახლისთვის. ამასობაში ევროპის საზღვრები გაიხსნა და დაიკეტა კიდეც, მაგრამ ადამიანებმა მოასწრეს ევროპის ნაწილად თავისი თავის აღქმა და იმ უპირატესობით სარგებლობა, რომლის თანმდევი გამოცდილებებიც ევროპული სასმელებისა და კულინარიის გაცნობა იყო.
თუკი აქამდე არავინ იცოდა რადლერი და ეს სიტყვა უცნობი იყო, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა თავად დამისვა შეკითხვა თუ რატომ არ გვაქვს ეს სასმელი პორტფელში. სწორედ, მაშინ დავრწმუნდი, რომ მოვიდა დრო ქართველი მომხმარებლისთვის პირველი ქართული რადლერი შემოგვეთავაზებინა და ეს პროექტი თაროდან ჩამოვიღეთ - შევურიეთ ერთმანეთს 80% ლუდი „ქარვა“ და 20% ლიმონისა და ლაიმის წვენი და ტრადიციული გერმანული რეცეპტით მივიღეთ პირველი ქართული რადლერი.
რადლერი პროდუქტია, რომელიც ყვალასათვის კარგად ნაცნობ ინგრედიენტებს სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს და მათი ნაზავი ახალ გემოვნურ გამოცდილებას გვთავაზობს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა.
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ ...
„პროფესიები მომავალში“ თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
მაისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები