„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
ლუდი „ქარვის“ საჩუქარი კონკურსში გამარჯვებულ ჯგუფ Pitter J-ს
ყველაზე ახალგაზრდული ქართული ლუდის ბრენდი „ქარვა“ როგორც ყოველთვის ახალგაზრდების გვერდითაა და როგორც მუსიკალური ბრენდი, მუსიკალური შემოქმედების განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის კონკურსის „განიქარვე მუსიკით“ ძირითადი იდეა, რაც ასე ამეგობრებს „ქარვას“ და ახალგაზრდა მუსიკოსებს ერთმანეთთან. როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი, კომპანია „ეფეს საქართველომ“ მუსიკალური კონკურსი პანდემიის პირობებში დაიწყო და პანდემიის პირობებშივე დაასრულა, გამოავლინა რა გამარჯვებული ჯგუფი Pitter J. პრიზად კი „ქარვამ“ ჯგუფს სიმღერისთვის All We Are Is Dust Into The Galaxy მუსიკალური კლიპი გადაუღო.
კონკურსი „განიქარვე მუსიკით“ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სოციალური ქსელები მოიცვა. კონკურსს, რომლის მიზანი ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია იყო, საკმაოდ დიდი დაინტერესება და ჩართულობა მოჰყვა. „განიქარვე მუსიკით“ ზაფხულში დაიწყო და მასში 70-მდე მუსიკოსმა თუ ბენდმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა ჟიურის და ხალხის რჩეული 10 საუკეთესო სიმღერა, რომლებიც სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა. 10 ფინალისტიდან კი, ჟიურის და მსმენელთა მოწონებების მიხედვით, 3 გამარჯვებული შეირჩა და საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
· I ადგილი - Pitter J
· II ადგილი - გიგა ჯალაღონია და მეგობრები
· III ადგილი - FAU
„2020 როგორი წელი გამოდგა ყველასთვის, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. COVID-19-ის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრების წესი და თითქმის ყველაფერი ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. ძალიან დაზარალდა სახელოვნებო და შემოქმედებითი სფერო. ცხოვრება თითქოს გაჩერდა, რაც „ქარვისთვის“ და ჩვენთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და ჩვენ დავიწყეთ ფიქრი ამ სირთულის დაძლევასა და იმაზე, რომ რაღაცნაირად ცხოვრების გახალისებაში დახმარებოდა „ქარვა“ ლუდის და მუსიკის მოყვარულებს. და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კონკურსი „განიქარვე მუსიკით“, რაც პანდემიას მოუხდა. მთავარი იდეა კი ისაა, რომ დავეხმაროთ საავტორო მუსიკის შემქმნელებს. ვფიქრობ, ურიგო კონკურსი არ გამოგვივიდა, რადგან ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი შესაძლებლეობების რეალიზების საშუალება მივეცით“, - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ქარჩავა.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი „განიქარვე მუსიკით“ ბრენდი „ქარვისთვის“ კრეატიულმა სააგენტო „კრაკენმა“ უზრუნველყო და სწორედ, მან იმუშავა გამარჯვებული ჯგუფი Pitter J-ის მუსიკალურ კლიპზეც. აუდიტორიამ Pitter J-ის ახალი მუსიკალური კლიპი უკვე იხილა, სახელწოდებით All We Are Is Dust Into The Galaxy, რაც ზუსტად ასახავდა მუსიკოსების და არა მარტო მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას პანდემიის პირობებში.
„ქარვა“ წლებია გვერდში უდგას ახალგაზრდა არტისტებს. პანდემიის დროს „ქარვამ“ ჩაუშვა სოციალური კამპანია #განიქარვეშინ, რომელიც Leno Sessions, Video Calls, მუსიკალური გაკვეთილებს მოიცავდა. სწორედ „ქარვის“ სახელს უკავშირდება სხვა CSR აქტივობები და პროექტები ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდასაჭერად, როგორიცაა: Sofar Sounds Tbilisi; დოკუმენტური ფილმი სალიოს Med Cool ფესტივალში მონაწილეობაზე; პროექტები Mutant Radio და Usmine.ge: ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გორში: სპეციალური კამპანია ახალგაზრდა არტისტების მხარდასაჭერად; და ასევე ისეთი სტარტაპ პროექტების მხარდაჭერა, როგორიცაა: FuckUp Nights, Product Tank, DataFest, PechaKucha Nights.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები