0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა კავშირია ლევან ვასაძესა და რიონის ხეობის მცველებს შორის?

„რიონის ხეობის გუშაგების“ ინფორმაციები ძალიან აქტიურად ვრცელდება ლევან ვასაძის „ალტ-ინფოს“ ჯგუფებში. სოციალურ ქსელში შესამჩნევი ხდება , რომ რიონის ხეობის მცველებისა და ლევან ვასაძის მსგავსი იდეოლოგია აქვს- სოციალისტურ, რუსული, პოსტსაბჭოთა ნარატივით. ამას მოწმობს მათი გამოსვლებიც- „არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ალტ-ინფო იყო ის საინფორმაციო, სადაც რიონის ხეობამ პირველად საჯაროდ დაიწყო საუბარი. "ამიტომ თუ მართლაც გვინდა რომ რაიმე შეიცვალოს ქვეყანაში ჩვენი, მოსახლეობის სასიკეთოდ, ორივე აქცია მნიშვნელოვანია. პირველის კარგად ჩატარება ხელისუფლებისათვის ნოკაუტის ტოლფასი იქნება და 23 მაისის აქციის შედეგზე იქონიებს დიდ გავლენას". - წერენ ორივე აქციის მხარდამჭრები სოციალურ ქსელში.

ასევე საინტერესოა ზოგიერთი პროტესტანტის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორმა ძალამ - ალტ ინფომ და რიონის სახალხო მოძრაობამ შეაშინა ლიბერალური ხელისუფლება, მედია, ოპოზიცია და მათი მაამებლები და ის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესების სადარაჯზე დგას.

ლევან ვასაძის ქვეყნის სადარაჯოზე დგომა რუსული რუბლებით რომ ფინანსდება, ალბათ ეს უკვე ყველამ იცით. ამიტომ ღმერთისგან დალოცვა, პროტესტის მონაწილეები და მახრდამჭერები ყველა პოსტის ბოლოს რო უწერენ ერთმანეთს,  მართლაც არ იქნებოდა ურიგო ამ გაუგებრობაში, თუმცა ეგ საქმე უკვე მეუფე სტეფანემ გადაიბარა - ასეა, ყველას თავისი მფარველი და დამლოცველი ჰყავს, ზოგს რუსეთუმე მიტროპოლიტი, ზოგს კიდევ ზევიდან, ღმერთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:14

    ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭის...

    ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, ...

  • 16:13

    საქართველოსბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გა...

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ,ერთმანეთისთვის გ...

  • 14:52

    EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - “ინკლუზიუ...

    22 ივნისს, 11:30 საათზე,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით  ონლაი...

  • 12:55

    “ ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია...

    ახალი სპორტის სახეობა, რომელიც სპორტმშენის ფარგლებში შეიქმნა და გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა "ჭადბურთია" . ჭადბურთი - ეს არის ინტელექტალური და სტრატეგიული თამაში ბურთის სროლის ელემენტებით. აჭარაბეთი...

  • 12:02

    საქართველოსბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTec...

    საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის, StartUp Grind-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 24 ივნისს 10 სა...

  • 16:51

    Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ...

     საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მი...

  • 13:20

    აჭარაბეთი- სპორტის განვითარებისთვის...

    ‘'აჭარაბეთი‘' არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. „აჭარაბეთისთვის"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმა...