1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის" თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა.

ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality - გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი ავტორები კი მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა არიან.

აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის არის განკუთვნილი და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. აპლიკაცია ნელ-ნელა სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:16

    კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრ...

    შრიფტების კონკურსი „ქართული ა" - ს ფარგლებში 9 ახალი ფონტი შეიქმნება. გამარჯვებული ფონტები უკვე გამოვლინდა და 15 სექტემბრიდან მათ გაციფრულებაზე დაიწყება მუშაობა. შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომლებ...

  • 15:25

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის...

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

  • 11:16

    SOLO-ს მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქც...

    SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კა...

  • 11:14

    როგორ ვიშოპინგოთ უსაფრთხოდ ონლაინ...

    დღეს იშვიათად თუ მოიძებნება ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, რომელსაც არასდროს უყიდია ან არ გადაუხდია ონლაინ. ამ გზით შეკვეთილი სამოსი, ავეჯი, წამალი, საკვები, ...

  • 16:57

    ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება...

    ბიზნეს დაჯილდოება 2021 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით დაიწყო. უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნეს სოციუმის ...

  • 16:11

    კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1...

    ჩვენს პლანეტაზე არსებულმა გლობალურმა პრობლემებმა ეკოლოგიაზე ზრუნვის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ თანამედროვე სამყაროში გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა აქტუალური. მსოფლი...

  • 13:40

    დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ბილაინი ...

    ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, 15 სექტემბრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობ...