1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ველი სთორი - დინამიკები დაგეგმილი და დაუგეგმავი წვეულებებისთვის…

 

როდესაც საქმე დინამიკების შერჩევას ეხება, მხოლოდ მისი ხარისხით არ უნდა იხელმძღვანელოთ. არსებობს რიგი ფაქტორები, რომელებიც მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

 

დინამიკები, გარდა სპეციფიკაციებისა, რომელებიც მის ხარისხს განსაზღვრავს, მნიშვნელოვანია ერგებოდეს იმ გარემოს და ღია თუ დახურულ სივრცეს, სადაც მის გამოყენებას აპირებთ. მაგალითად, დახურულ სივრცეში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კედლების აკუსტიკა, ჭერის სიმაღლე, სივრცის ფართობი. ასევე, თავიდანვე შეარჩიეთ პოტენციური ადგილები, სადაც მის დადგმას აპირებთ, ვინაიდან არასწორად განთავსებულმა დინამიკებმა შესაძლოა ხმის ხარისხი ძალიან გააფუჭოს.

 

ღია სივრცეში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ხმის გავრცელების არეალი. წინასწარ განსაზღვრეთ რისთვის გსურთ დინამიკები, იქნება ეს პატარა ეზო, სადაც განწყობის შესაქმნელად ფონური მუსიკის მოსმენა გსურთ თუ დიდი წვეულება, სადაც საღამოს გატარებას ხმამაღალი მუსიკის თანხლებით აპირებთ. პიკნიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ დინამიკები კომპაქტური და მოსახერხებელი იყოს სატარებლად, რისთვისაც მომცრო ზომის უსადენო დინამიკები საუკეთესო არჩევანია.

 

საუკეთესო ხარისხის და ფასის შესაბამისი დინამიკები, ყველანაირი გარემოსთვის, ინტერნეტ მაღაზია “ველი სთორი”-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ.

 

“ველი სთორი” საშუალებას გაძლევთ 100-მდე სახეობიდან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, კომპაქტური, სადენიანი, უსადენო და ბლუთუს დინამიკები, რომლებიც ეზოს, პიკნიკის, ივენთის თუ ღია სივრცის კინოჩვენებისთვის საუნდ სისტემის მაქსიმალურ ხარისხს უზრუნველყოფს.

 

JBL, Edifier, Anker, Genesis, Genius, Muzen, Xiaomi, Marshall, Amazon Echo, Magicteam, Google Nest, Sony, - ყველა დროის საუკეთესო ხარისხის დინამიკები ერთ სივრცეში, “ველი სთორი”-შია გაერთიანებული, სადაც შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას, საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მიიღებთ.

 

“ველი სთორი” თქვენს მოთხოვნებს, თქვენივე ბიუჯეტის შესაბამისად, ფართო არჩევანით დააკმაყოფილებს.  ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი დინამიკები 39 ლარიდან იწყება და 1,998 ლარამდე მერყეობს, რაც ყველა მომხმარებელზე თანაბარ მზრუნველობას უსვამს ხაზს.

 

ამ კომფორტთან ერთად კი, “ველი სთორი” განსაკუთრებულად მოსახერხებელ მიტანის სერვისსაც გთავაზობთ. წვეულება მოულოდნელად დაგეგმეთ, მაგრამ დინამიკები დაგავიწყდათ? ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. შეკვეთიდან 3 საათში თქვენი სასურველი დინამიკები თქვენს განწყობაზე ზრუნვას შეძლებენ, მნიშვნელობა არ აქვს ნივთი შაბათ-კვირას გსურთ თუ საღამოს 12 საათზე. რაც მთავარია, კომფორტის ამ ახალ ზონას “ველი სთორი” თქვენზე ზრუნვის მიზნით, უფასოდ ქმნის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:36

    ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის ...

     ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST  მიმდინარეობს   დღეს, ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით,   დედაენის ბაღში პირველი სპორტული ფესტივალი – SPORTF...

  • 11:36

    თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-...

      კომპანია „ფაზი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო/კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახით...

  • 19:47

    სს ლიბერთი ბანკის განცხადება...

    ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმი...

  • 15:50

    როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი ...

    Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეო მიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქ...

  • 14:41

    AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიულ...

    კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერმა, წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდას გამოსავლენად ახალი ნომინაცია „Young Creative“ წარადგინა....

  • 14:17

    თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა...

      კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. იგი ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft, კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე&...

  • 16:47

    „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თ...

      კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე -  „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიგო. პროექტი „ქალები, რ...