1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეცვალე აკუმულატორი, აირიდე თავგადასავალი,რომელიც არ გჭირდება - „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

 

„თეგეტა მოტორსმა“, ზამთრის დადგომასთან ერთად, ახალი კამპანია წამოიწყო. „აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“- სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გააერთიანა კომპანიამ ის მთავარი საკითხები, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება და ყველა მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს. 

კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს რჩევებს იმ პროდუქტებზე აძლევს, რომელთა შეცვლაც ზამთრის მოახლოებამდე აუცილებელია. ერთ-ერთია აკუმულატორი, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა,ზამთრის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდში უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამის თავიდან ასარიდებლად კი უმჯობესია, ავტომობილის მომზადება უკვე დაიწყოთ.

ხატია მეხრიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის მენეჯერი: „მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა. კამპანიის ფარგლებში შევქმენით პრინტსერია, რომელიც ნათლად აჩვენებს ორ კონტრასტულ რეალობას. რამდენად დიდი დისკომფორტის შექმნა შეუძლია ავტომობილის გაუმართაობას და როგორი უჩვეულო სიმშვიდით ჩაივლის ზამთრის სეზონი, თუ ავტომობილს ზამთრის შესაბამისად გავმართავთ. ამ გზით გვსურს,ავტომფლობელები დავაფიქროთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ ვუბიძგოთ“.

წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. სწორედ ამიტომ ის ზამთრის დადგომამდე უნდა შევამოწმოთ და თუ საჭიროა, შევცვალოთ კიდეც. კონკრეტულად რა სახის პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ აკუმულატორთან დაკავშირებით და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან? - ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი კაკი წერეთელი მოგვიყვება.



რატომ უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი ცივი სეზონის დადგომამდე? 

„აუცილებელია ვიცოდეთ, რომ აკუმულატორი პერიოდულ შემოწმებას საჭიროებს. მკაცრი კლიმატი აკუმულატორის პირველი მტერია. საყურადღებოა როგორც მაღალი ტემპერატურა, ისე ზამთრის ცივი სეზონი. ძლიერი ყინვის გამო, შესაძლოა,აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება“.

რამდენი წელი შეიძლება აკუმულატორმა იმუშაოს?

„ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, ხოლო გაფრთხილებები გამოიხატება ფარების ნათების შემცირებაში, დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებაში. შესაძლოა,ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს“.

რესურსის ამოწურვამდე რამ შეიძლება დააზიანოს აკუმულატორი?

„ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა,აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს.

როდესაც მწყობრიდან გამოსული აკუმულატორიანი ავტომობილის დაქოქვას ვცდილობთ, ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პროცესისთვის გამოყენებულ მოწყობილობებს (კლემების დამაგრძელებელს, ე.წ. „პერემიჩკებს“), რადგან ძლიერი არასპეციალიზებული მოწყობილობის გამოყენების შედეგად შესაძლებელია, ავტომობილის ელექტრონული ქსელის დაზიანება გამოვიწვიოთ.

სწორედ ამიტომ უნდა გამოვიყენოთ აკუმულატორისსპეციალური დამტენი ან თუ ეს პროცესი პერმანენტულ სახეს იღებს, მაშინ უბრალოდ უნდა შევცვალოთ აკუმულატორი. იმისათვის, რომ აკუმულატორმა სამუშაო რესურსი ხანგრძლივად შეინარჩუნოს, აუცილებელია მისი პერიოდული შემოწმება“.

აკუმულატორის შეძენისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

„აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად მუშაობის, მონტაჟისა და დამუხტვის სტილიც ინდივიდუალურია. მისი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ აკუმულატორის სტანდარტი, ფიგურის ზომა, პოლარობა, ავტომობილის გამოშვების თარიღი, ბრენდი, მოდელი და ასევე ძრავისა და საწვავის ტიპი“.

ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“   ფილიალებში საბურავებზე, ხუნდებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზებზე სპეციალური შეთავაზებები დაგხვდებათ. ​

--

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:41

    „მარტვილის მარანი“ - მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე...

    დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი - „მარტვილის მარანი“ - საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“...

  • 13:09

    საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზე...

      წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მისცვეთად ნაწილებ...

  • 12:05

    Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების...

    თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვ...

  • 11:07

    Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. თიბისიმ აღიარება...

  • 18:14

    ,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწა...

    ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს. რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანს...

  • 15:29

    სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Goo...

    ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციი...

  • 13:28

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის ...

    ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამი...