ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადნენ
2023-03-13 14:02:36
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ლიბერთის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონის 300-მდე ფერმერმა ქალმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა. ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებს აერთიანებდა, როგორებიცაა: მეწარმეობა, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა, საბანკო პროდუქტები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საგრანტო პროგრამები. სასწავლო კურსი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ფერმერთა სკოლის მონაწილე ქალებმა გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ. 2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ. აღსანიშნავია, რომ ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ფერმერთა სკოლაში ჩართულობაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია. ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით „თეგეტა გარემოსთვ...
ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია,შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე.მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა - მალე ჩავალთ?!&n...
თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვად...
თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Ne...
„თეგეტა ჰოლდინგმა“, შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება განსხვავებული, კიდევ უფრო მოქნილი ფო...
სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია, JCB, ულტრაეფექტური წყალბადის ძრავის შესაქმნელად განაგრძობს მ...
Volvo EX30 ახალი სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV, შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალ...
კომენტარები