„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია,შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე.მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა - მალე ჩავალთ?! - ბავშვებს რომ არც კი გაახსენდეთ და დროც მხიარულად გაატარონ, ამაზე კომპანიებმა„თამაშობანამ“ და „თეგეტა ჰოლდინგმა“იზრუნეს. თამაში „საგზაო ლოტო“ თეგეტას კამპანიის „საგზაო მოძრაობის კულტურის“ ფარგლებში შეიქმნა. მისი მეშვეობით მოგზაურობაში მყოფ ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას, თამაშ-თამაშით შეეძლება შეისწავლოს საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა და მისი დაცვა.
ნაუ სონღულაშვილი „თამაშობანას“ დამფუძნებელი: „დიდხანს ვფიქრობდით „საგზაო ლოტოს“ პროექტზე. გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული გვქონდა, თუმცა „თეგეტას“ კამპანია უფრო შემეცნებითი და სიღრმისეული იყო ამ მიმართულებით - უშუალოდ მოძრაობის კულტურას ეხებოდა, როგორც ქვეითის, ისე მძღოლისა თუ მგზავრის. მოქალაქის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიღრმისეულად ნაკვლევი გზითწავსულიყავით. ამიტომ შევთავაზეთ „თეგეტას“ კოლაბორაცია, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. ვიზუალისთვის „თეგეტას“ უკვე არსებული ნიშნები და მათი ილუსტრაციები გამოვიყენეთ. სტრატეგიასა და კონცეფციაზე კი „თამაშობანამ“ იმუშავა. ჩვენი მიზანია, ბავშევებს მგზავრობა გავუხალისოთ და თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურა. ეს არის თამაში, რომელიც,სასურველია, ყველას ედოს მანქანაში“.
„საგზაო ლოტო“ „საგზაო მოძრაობის კულტურის“ 30 ნიშანს აერთიანებს, რომლებიც საზოგადოებაში მანკიერი ქცევის აღმოფხვრასა და მის ცვლილებას ისახავს მიზნად.
თამაშის წესები მარტივია: მოთამაშეები ბარათებს ინაწილებენ და მგზავრობის დროს ქუჩაში არასწორი ქცევის აღმოჩენას ცდილობენ. გამარჯვებული ის არის, ვინც პირველი შენიშნავს კუთვნილ ბარათებზე გამოსახულ სიტუაციას და ყველა ბარათს გადადებს.
მეტი მოტივაციისა და სტიმულისთვის მონაწილეები სიმბოლურად ხდებიან საგზაო მოძრაობის წესრიგის ელჩები. ბავშვებს კი წამახალისებელი სტიკერები გადაეცემათ და ისინი „საგზაო მოძრაობის დამცველების“, „პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების“ ან „საგზაო უსაფრთხოებაზე მზრუნველის“ როლებს ირგებენ. თამაშ-თამაშში გავლილი გზა კი საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი ხდება.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის“ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კამპანიებითა და პროექტებით ამ მიმართულებით აქტივობებს ისევ ვაგრძელებთ. ამ პროცესის ნაწილია „საგზაო ლოტო“, რომელიც „თამაშობანასთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. თამაშში გამოყენებული ნიშნები ღრმა კვლევის შედეგად შემუშავდა და არსებულ პრობლემებს ეხმაურება. ამ სახით გვინდა, მოქალაქეებს შევახსენოთ, ბავშვებს კი თამაშ-თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, რომ თამაში სამოქალაქო ვალდებულებების გაცნობიერებასა და გააზრებას შეუწყობს ხელს“.
საგზაო მოძრაობის კულტურა რომ შეიცვალოს, ამ საკითხზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ამიტომაც ამიერიდან მოგზაურობისას საჭირო და აუცილებელ ნივთებს შორის „სამგზავრო ლოტოც“ გაითვალისწინეთ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ტო2)ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
კომენტარები