0 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR“-ისა  და სარეკლამო სააგენტო „BETTERFLY“-ს ორგანიზებით, ღონისძიებაზე მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი 70-ამდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იქნება წარმოდგენილი. 

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. „მწვანე ბაზრის“ ტერიტორიაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში 13:00-იდან 20:00 საათამდე  გაიმართება ვორქშოპები და საუბრები გარემოზე ზრუნვასა და პლანეტის მწვანე მომავალზე.

ფესტივალის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით შეაქვთ წვლილი პლანეტის კეთილდღეობაში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ მწვანე მომავალზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტს. ამ თემაზე სასაუბროდ ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. თეგეტას სივრცეში გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ პლანეტაზე ზრუნვის საკითხებზე და საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად გავაცნოთ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის მიმართულებები“.

4 ივნისს ფესტივალზე მისულ სტუმრებს ეკო მარკეტი დახვდებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვინტაჟური ნივთი, სოციალური საწარმოებისა და მწვანე მეწარმეების ნამუშევრები, მდგრადი მოდისა და პროდუქტის შემქმნელების ნამუშევრები, ვინტაჟური სამოსის აქსესუარები. ასევე მარკეტზე იქნება შეკეთებული ნივთების ზონა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ვორქშოპებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:01

    „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვ...

    PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს. 2024 წლის 14 ივნისს,  სასტუმრო Hot...

  • 15:58

    „უკან საწყისებისკენ“ - Land Cruiser Prado 2024-ის ...

      უსაფრთხო, კიდევ უფრო სანდო, კარგად ნაცნობი სტილი და მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები - Toyota Land Cruiser Prado 2024 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია. ლეგენდარული მოდელის ახ...

  • 14:17

    გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნო...

      თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს  მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება,...

  • 14:10

    თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2024 იწყება...

    თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air გაიმართება. თიბისი უკვე მე-15 წელია ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია და ...

  • 14:03

    „გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილ...

    „გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“...

  • 12:23

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ს...

    მაისის წმინდა სავალუტო შემოდინებების მაჩვენებელი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა, რაც ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შედეგი იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სეზონური ფაქტორების გამორიცხ...

  • 18:39

    ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათ...

      ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები - Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვი...