„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება...
„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...
|
16 ივნისს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და თიბისის ინიციატივით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ექვს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები არიან:
ჯილდო გამარჯვებულებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.
პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო არიან.
ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ შექმნის დღიდან ვართ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და წელსაც გამოავლინა, წაახალისა და დააჯილდოვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით. ჩვენ წელსაც, ისევე როგორც გასული ორი წელი, დავაჯილდოვეთ მომავლის ლიდერისა და ტექნოლოგიური სტარტაპის ნომინაციის გამარჯვებულები და მათთან სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, — ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“USAID მოხარულია, რომ უკვე მესამე წელია მხარს უჭერს გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც წამოაჩენს საქართველოში ჩვენი პარტნიორობის ფუნდამენტურ როლს: კერძოდ, წარმატების მისაღწევად ქალებისა და გოგოების გაძლიერებას ეკონომიკის ყველა სექტორში. ICT ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ისინი არამხოლოდ ერთვებიან ამ სექტორში, არამედ იკავებენ ლიდერის/მმართველის პოზიციებს საქართველოში მიმდინარე ინოვაციურ აქტივობებში. ეს ჯილდო ამერიკელი მეცნიერის გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ICT სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ICT სექტორში ჩართულ ქალებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს,“ - აღნიშნა ჯონ პენელმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.
გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, კომპიუტერულ მეცნიერებაში ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში. მისი სახელობის ჯილდო დარგში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას ემსახურება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის დახმარებით სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში.
გაიცანით ფინალისტები და გამარჯვებულები- https://helloblog.ge/story/greis-hoperis-jildos-finalistebi--romlebic-teqnologiebshi-genderuli-TanasworobisTvis-ibrZvian?fbclid=IwAR3EEpymC32e9jDuxPs2mEe67e0h9QRWayz1HtQEPrvS-2Mc0YU_xCvkKi4
„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...
„პორშე ცენტრი თბილისმა“ ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო „პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მ...
თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.  ...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ ...
მაისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები