„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება...
„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...
|
Geely Auto Group, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთი საავტომობილო ლიდერი ჰოლდინგია, ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგვით გამოირჩევა. კომპანიის განვითარების ხედვა თანხვედრაშია გლობალურ საავტომობილო ტენდენციებთან, რომლებიც სულ უფრო მეტად არის მიმართული წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლისკენ.
Geely Auto-მ ცოტა ხნის წინ 2022 წლის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებების ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ავტომწარმოებელმა 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას მიენიჭა ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory".
ამავე ანგარიშის მიხედვით, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.
Geely Auto-მ, ანგარიშთან ერთად, ESG სტრატეგიაც გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და ექვს მიმართულებას აერთიანებს: კლიმატის ნეიტრალიტეტი, ბუნების კეთილდღეობა, უსაფრთხოება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია და ეთიკა. კომპანია პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას მდგრადი მობილობის ეკოსისტემა ახალი თაობის ავტომობილებისათვის.
ნახშირბადის ეფექტიანი შემცირება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა
Geely Auto, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავისი პროდუქციის მთელ სასიცოცხლო ციკლში ნახშირბადის დაბალი შემცველობის კონცეფციაზე მუშაობს.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად Geely Auto მთავარ აქცენტს ახალ ელექტრომოდელებზე აკეთებს. 2022 წელს Geely-ს Monjaro-ს, Lynk&Co 09-ს და მეოთხე თაობის Emgrand-ს ეროვნული მწვანე დიზაინის პროდუქტის წოდება მიენიჭათ, ხოლო Boyue L-სა და ZEEKR 009-ს - C-ECAP პლატინის სერტიფიკატი.
სამრეწველო ჯაჭვის განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების განახლება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა Geely Auto-ს მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2022 წელს ბრენდი საზოგადოებრივი კეთილდღეობის არაერთ აქტივობაში იყო ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა: ეკოლოგია, განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლებისა და სოციუმის განვითარება და სხვა. 2022 წელს Geely Holding Group-ს „წლის საუკეთესო პასუხისმგებელობიანი კორპორაციული ბრენდის“ სტატუსი მიენიჭა.
ასევე, 2022 წელს Geely Monjaro, C-NCAP 2021 გამოცემის შეფასებით, პირველი ხუთვარსკვლავიანი მოდელი გახდა ჩინურ ბრენდებს შორის.
დივერსიფიცირებული მმართველობის ხელშეწყობა
კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემო შექმნას. 2022 წლის მონაცემებით, Geely Auto-ში ქალი დირექტორების პროცენტი 27%-ამდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს დირექტორთა საბჭოს გენდერულ მრავალფეროვნებას.
ასევე, Geely Auto-მ შეიმუშავა თანამშრომელთა ქცევის კოდექსი და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რათა მუდმივად გააუმჯობესოს ბიზნესეთიკის სისტემა.
მონაცემთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, Geely Group-ს მიენიჭა საერთაშორისო ISO სერტიფიკატი ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ბრენდმა ZEEKR ასევე მოიპოვა ISO სერტიფიკატები, კონფიდენციალურობის მართვის სისტემისა და მონაცემთა მართვის მენეჯმენტის მიმართულებით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენ კონგჰუის, Geely-ს მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის განაცხადებით: „Geely Auto-სთვისმდგრადი განვითარება კორპორაციული განვითარების ძირითადი ელემენტია დამომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, კვლევასა და განვითარებას. კომპანიის მიზანია, გახდეს სამაგალითო, მდგრადი განვითარების მიმართულებით საავტომობილო ინდუსტრიაში“.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...
„პორშე ცენტრი თბილისმა“ ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო „პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მ...
თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.  ...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ ...
კომენტარები