1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მსგავსად, სატვირთო ავტომობილის მძღოლებსაც უწევთ, იმ სირთულეებს გაუმკლავდნენ, რომლებსაც სეზონურად ტემპერატურის ცვლილება თუ გზებზე გადატვირთულ მოძრაობა იწვევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სატვირთო ავტომობილები უმეტესად შორ მანძილზე გადაადგილდებიან, უსაფრთხო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი სრულად გამართული იყოს.

სპეციალისტების აზრით აუცილებელია, მგზავრობის დაწყებამდე შემოწმდეს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალი:

შეამოწმეთ საბურავები

საბურავები სატვირთო ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს უშუალოდ ეხება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ წნევა საბურავებში, რათა გაზრდილმა წნევამ არ გამოიწვიოს ცვეთის ზრდა. ასევე უმნიშვნელოვანესია საბურავების ვიზუალური შემოწმება. თუ საბურავის პროტექტორი ცვეთის ინდიკატორამდეა დასული, მაშინ უმჯობესია, დროულად იზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე, რადგან ასეთი საბურავით გადაადგილებისას უსაფრთხოების დონე მცირდება.

სპეციალისტები რჩევით, გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ საბურავების ვიზუალური მდგომარეობა და წნევა, დარწმუნდით, რომ ისინი თქვენს დატვირთვას შეესაბამება და იმოძრავეთ მითითებული სიჩქარის ლიმიტებით. გახსოვდეთ, რომ  მაღალ სიჩქარეზე იზრდება საბურავის ტემპერატურა. მეტი სიჩქარე გაზრდის წნევას და აზიანებს საბურავს. საბურავის გახეთქვისას წარმოქმნილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს ფარები, საწვავის ავზი, ბამპერი და სხვა დეტალები, რომლებიც საბურავთან ახლოს მდებარეობს.

შეცვალეთ ძრავის ზეთი

ზეთი სატვირთო ავტომობილის იმ დეტალს მიეკუთვნება, რომელიც სამუშაო რეჟიმთან უშუალო კავშირშია. ძრავის ზეთის რეგულარული შეცვლა აუცილებელია ძრავის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად.  მგზავრობის დაწყებამდე შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი მწარმოებლების მიერ რეკომენდებული პროდუქტით და გახადეთ თქვენი მგზავრობა მშვიდი და სასიამოვნო.

ავტომწარმოებლების რჩევით ძრავის ზეთი წელიწადში ერთხელ, ზოგ შემთხვევაში კი ორჯერაც უნდა შეიცვალოს, მანქანის გარბენის მიუხედავად. ეს იმას ნიშნავს, რომ  ზეთის შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სატვირთო ავტომობილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადგომზეა გაჩერებული და არ გადაადგილდება.

 

შეამოწმეთ ხუნდები და სამუხრუჭე სისტემა

სატვირთო ავტომობილის ყველა დეტალი დროთა განმავლობაში ცვდება. გამონაკლისი არც ხუნდებია. უფრო მეტიც, ისინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვეთადი დეტალებია. რესურს ამოწურული ხუნდებით ან გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით გადაადგილება ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მგზავრობის დაწყებამდე სთხოვეთ  გამოცდილ და პროფესიონალ მექანიკოსს, შეამოწმოს თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა და საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ახლით, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ გადაადგილდეთ.

შეამოწმეთ აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა

ზამთარში დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის რესურსზე მოქმედებს და შესაძლებელია დაბალი ტემპერატურის პირობებში დაზიანდეს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაღალი ტემპერატურაც ისეთივე დამაზიანებელია აკუმულატორისათვის, როგორიც ზამთრის სიცივე. აკუმულატორის ნორმალური სამუშაო ტემპერატურა  25 °C-ია;

თუკი შორ მანძილზე გადაადგილების დაწყებამდე, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, აკუმულატორსაც შეამოწმებთ, საჭიროების შემთხვევაში კი ახლით ჩაანაცვლებთ, თავიდან აიცილებთ მოულოდნელ და არასასურველ იძულებით გაჩერებას.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“  ფილიალებში, სატვირთო ავტომობილების სერვისსა თუ პროდუქციაზე, სხვადასხვა შეთავაზებები მოქმედებს.  კომპანია კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.  უახლეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფილიალებში ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი.

ამასთან ერთად, მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“  მობილური ჯგუფების სერვისით სარგებლობა. მათი დახმარებით სატვირთოებისა და მიკროავტობუსის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, ადგილზე გამოძახებით მიიღონ კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები