1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

 

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

 

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთი-ერთი მსხვილი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები. 

 

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ. 

 

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration

 

გაიცანი „კემპის“ შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:

 

https://fb.watch/oAp7pB3_zi/

 

„კემპი თიბისისთვის და თიბისი კაპიტალისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის წინა 4 ნაკადის არაერთი გამარჯვებული, ჩვენი გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:29

    Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იან...

      2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მა მასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო...

  • 12:22

    Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრ...

    მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესიავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი &bdquo...

  • 11:24

    გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე...

    გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებ...

  • 11:21

    თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილ...

    თიბისის მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე ...

  • 18:53

    „თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახან...

    უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30-დან 21:00 საათ...

  • 13:55

    „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარ...

    თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა წარადგინა.   2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და...

  • 12:01

    სესხი თვითდასაქმებულებისთვის...

    თიბისი თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად მათზე მორგებული სესხი გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით მიიღონ.   თუ ხართ დასაქმებული ან თვითდასაქმებული და ბოლო 6 თვეში გაქვთ...