1 4 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Visa Direct to Account დაინერგება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და  Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა ივან პონომაროვმა მოაწერეს ხელი.

 

პლატფორმის დანერგვის შემდეგ თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ გამარტივებულად და უფრო მოკლე დროში განახორციელონ საერთაშორისო გადახდები. თანხის გადარიცხვა, გადახდა და მიღება მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული საფულეებისა და მობილური სერვისებით იქნება შესაძლებელი.

 

ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი  თუ ინიციატივა განხორციელდა.

 

”თიბისი, როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ეძებს ალტერნატიულ და ინოვაციურ მექანიზმებს, რათა გაამარტივოს და გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. საქართველოს ბაზარზე თიბისი პირველია, რომელიც ვიზასთან თანამშრომლობით, ამ ინოვაციურ პროდუქტს დანერგავს. გადახდების ეს ახალი სისტემა ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზოს დივერსიფიცირებული საერთაშორისო გადახდების გზა.”- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი თბილისში, სტრატეგიული მიზნით - ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას თიბისი ბანკთან. ჩვენი პარნტიორობის ფარგლებში დავნერგავთ Visa-ს გამორჩეულ, ინოვაციურ გადაწყვეტას - Visa Direct to Account და მომხარებლებს შევთავაზებთ მოსახერხებელ და უსაფრთხო გადარიცხვების კიდევ ერთ გლობალურ ტექნოლოგიას. მჯერა, რომ Visa Direct to Account მრავალფეროვანს გახდის გადახდების ეკოსისტემას და თითოეულ ტრანზაქციას მიწოდების სიჩქარის მოქნილობით უზრუნველყოფს.“ - ივან პონომაროვი, ვიცე პრეზიდენტი, Visa Direct.

 

“Visa-მ, თიბისისთან პარტნიორობით, უკვე მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა საქართველოში. მოხარული ვარ რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და ახლა უკვე Visa Direct to Account პლატფორმას ვთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს. მჯერა, ეს სიახლე სამომავლოდ კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ციფრულ გადახდებს  სისწრაფის, უსაფრთხოებისა და მოქნილობის უზრუნველყოფით. ამ პარტნიორობით ჩვენ ციფრული ანგარიშსწორების განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ კლიენტებს და მათ ფინანსური ოპერაციების მარტივად გადაწყვეტაში ვეხმარებით”, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:29

    Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იან...

      2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მა მასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო...

  • 12:22

    Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრ...

    მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესიავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი &bdquo...

  • 11:24

    გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე...

    გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებ...

  • 11:21

    თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილ...

    თიბისის მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე ...

  • 18:53

    „თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახან...

    უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30-დან 21:00 საათ...

  • 13:55

    „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარ...

    თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა წარადგინა.   2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და...

  • 12:01

    სესხი თვითდასაქმებულებისთვის...

    თიბისი თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად მათზე მორგებული სესხი გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით მიიღონ.   თუ ხართ დასაქმებული ან თვითდასაქმებული და ბოლო 6 თვეში გაქვთ...