გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის ა...
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
|
ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 29 მაისს, მოქალაქე ნიკა გურინმა საჩივრით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.
ქარტიის ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მოქალაქე გურინი სადავოს ხდის ამა წლის 24 მაისს, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ნიუსს სათაურით: „თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა“, სადაც მოყვანილია ვეტერანი ძიუდოისტის კომენტარი. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ნიუსის შესავალი, კერძოდ კი, ფრაზა: „უკვე რამდენიმე დღეა, ძიუდოისტთა ერთი ნაწილი, შოთა ხაბარელის ორგანიზებით, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს“, - არაზუსტი და განზრახ დამახინჯებულია.
ქარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქე გურინს, ნიუსის არც ერთ სხვა ციტატასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
თუმცა, ის, რომ ძიუდოისტთა ერთი ნაწილის აქციების უკან დეპუტატი შოთა ხაბარელი მოიაზრება, ღიად ადასტურებენ ვეტერანი ძიუდოისტები და მოქმედი მწვრთნელები.
მაგალითად: გურამ მოდებაძე, ინტერნეტ პორტალ „presa.ge“-სათვის მიცემულ ინტერვიუში საჯაროდ აცხადებს: „უკვე კარგად გამოჩნდა, ვის მიერაა ეს პროცესი მართული.
გამოდის ტელევიზიით პარლამენტის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი, დიდის ამბით რომ საუბრობს და აშკარად ჩანს, რომ მის მიერაა მართული ეს ყველაფერი“.
ბატონი შოთა არც კი მალავს თავის ინტერესს ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც არის დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მისივე განცხადება და გუშინ, კომისიის სხდომაზე წარმოქმნილი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, თამაზ ნავერიანის მიმართ, რომელმაც იგი პროცესების მართვაში დაადანაშაულა.
კერძოდ, დეპუტატმა ხაბარელმა, უკვე არა ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აქციაში მონაწილე ძიუდოისტებსა და მათ მოთხოვნებს.
ხოლო მისივე გუნდის წევრმა, დეპუტატმა ნავერიანმა, კომისიის სხდომაზე, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანდასწრებით თქვა, რომ ბატონი შოთა ხაბარელი დაინტერესებულია ფედერაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით.
ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს მიერ 24 მაისს გავრცელებული ნიუსის სადავო ფრაზა („უკვე რამდენიმე დღეა, ძიუდოისტთა ერთი ნაწილი, შოთა ხაბარელის ორგანიზებით, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს“) სწორედ იმ ინფორმაციიდან გამომდინარეობდა, რომელიც მოგვიანებით უკვე საჯაროდ გაჟღერდა როგორც დეპუტატის, ისე ვეტერანი სპორტსმენების მხრიდან და ეფუძნებოდა ავტორის მოსაზრებას, რომელიც მას, სხვადასხვა რესპონდენტებთან საუბრის დროს ჩამოუყალიბდა.
ინტერნეტ ტელევიზია itv.ge მზადაა იდავოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში და მოქალაქე გურინსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დაუსაბუთოს, რომ 2018 წლის 24 მაისს, საიტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ნიუსის სადავო ნაწილი არ არის არაზუსტი, განზრახ დამახინჯებული და დისკრიმინაციული.
P.S: აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წევრი ჩვენი კომპანიის - ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალ მედია ორგანიზაციას უჩივის.
ადრე, პრემიერმა კვირიკაშვილმა, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით შეიტანა საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა, ჩვენი არგუმენტების გაცნობის შემდეგ, განცხადება უკან გაიწვია.
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
ასეთი ინფორმაციები მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამი...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.ცნობისთვის, ვაკი...
ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსულმა სანქცირებულმა კომპანია “როსნეფტმა”, საქართველოში საწვავი შემოიტანა. კერძოდ, ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, რუსული სანქცირებულ...
მომსახურების სააგენტოს სერვისების გარკვეული საფასურები იზრდება. საქმე ის არის, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწ...
გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობამ 30 ივლისი გლოვის დღედ გამოა...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები