1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„მე გადავწყვიტე, დავეთანხმო სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ"

ქერჩის სრუტეში რუსული სპეცდანიშნულების ძალების მიერ უკრაინული ხომალდებზე თავდასხმა ოფიციალურმა კიევმა უკვე შეაფასა, როგორც სამხედრო აგრესიის აქტი.

„მე გადავწყვიტე, დავეთანხმო სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. საომარი მდგომარეობის შემოღების წინადადება, რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული აგრესიის აქტის ფონზე, უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მოხდა. საომარი მდგომარეობა არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლების პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზებზე უარის თქმას. ჩვენ ყველა საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის მინსკის შეთანხმების ერთგულები ვრჩებით“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

ინციდენტი აზოვის ზღვაში გუშინ მოხდა. 3 უკრაინული გემი ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გეგმიურ გადაადგილებას ასრულებდა, როდესაც რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო ხომალდი უკრაინულ გემს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა , შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები