0 2 : 5 0
 | 

მთავარი თემა

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სუს-ში გომელაურს სავარაუდოდ, ხოჯევანიშვილი შეცვლის

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ სუს-ში საკადრო ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი, ვინც თანამდებობას დატოვებს, ვახტანგ გომელაურია, მის  ნაცვლად კი  სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნება.

ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე მაღალჩინოსანია და შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებს.

ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები  კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გათავისუფლებები სერია სუს-ში ისევ გრძელდება.

 ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგით უკმაყოფილოა და ახლა სწორედ იმ რეგიონების ხელმძღვანელებს სჯის, სადაც ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები