გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის ა...
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
|
კახი კალაძისა და ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი ყაზტრანსგაზის თანამშრომელთა დაუდევრობის გამო, 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ოფიციალური ინფორმაციით, გაზის გაჟონვა-აფეთქების შედეგად, ბოლო სამ წელიწადში სულ 86 ადამიანი დაიღუპა - ქალები, ბავშვები, მოხუცები...
ხოლო 2012 წლის შემდეგ, გაზის გაჟონვით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე 86...
სისხლიანი მილიონები თბილისის მერს
კომპანია ყაზტრანსგაზი ყაზახ ბიზნესმენებს ეკუთვნოდათ, თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ისინი, შეიძლება ითქვას, ბიზნესიდან გააძევა.
სამაგიეროდ, ოლიგარქმა ივანიშვილმა, ყაზტრანსგაზი კახი კალაძესა და მის მეგობარ ბიზნესმენს, ხვიჩა მაქაცარიას გადასცა - მუდმივი მორჩილების ნიშნად.
თბილისის მერმა კი, კომპანიაში არაკომპეტენტური ხალხი დაასაქმა, რამაც სისტემის მოშლა და დაუდევრობის ფაქტების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
სამწუხარო კი ისაა რომ კახი კალაძის ბიზნეს-ინტერესებსა და მილიონებს, ადამიანების სიცოცხლე ეწირება, რაც დიდ დიღომში მომხდარმა აფეთქებამაც გვაჩვენა.
მივა თუ არა, გამოძიება კალაძემდე და მაქაცარიამდე?
4 ადამიანის გარდაცვალებისა და აფეთქების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ფორმალური პროცედურა იქნება.
მაგალითად, ივანიშვილის ყოფილ ბუღალტერს, გიორგი გახარიას ამ დრომდე არ მიუყვანია გამოძიება ბოლომდე, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი.
ამიტომ, სავარაუდოდ, გახარია მასალებს შეაგროვებს და მაქსიმუმ ორ საწყალ მუშაზე გადატეხს ჯოხს, რომლებმაც აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე კორპუსი დაათვალიერეს და „საშიში ვერაფერი აღმოაჩინეს“, მიუხედავად გაზის სუნისა.
ეს კი იმას ნიშნავს რომ კახი კალაძისა და ხვიჩა მაქაცარიას წინააღმდეგ მასალები იარსებებს, მაგრამ მას მსვლელობა არ მიეცემა. არადა, დადასტურებულად შეიძლება ითქვას რომ თბილისის მერს კორუფციული და ბიზნეს-ინტერესები აქვს ყაზტრანსგაზში.
ტრაგედია მთავარი დამნაშავის გარეშე
4 წლის ბიჭუნა სახლში დედასთან და ტყუპისცალ დასთან ერთად იმყოფებოდა. კალაძე-მაქაცარიას კუთვნილი ყაზტრანსგაზის დაუდევრობით მომხდარმა აფეთქებამ კი, მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ 4 წლის ბიჭის გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლეს - აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები ბავშვისთვის სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, გაზის გაჟონვამ იმსხვერპლა 4 წლის ბიჭის დედაც.
მძიმედ იყო გარდაცვლილი ბიჭის ტყუპისცალი დაც. საბედნიეროდ, ახლა მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და ექიმთა განცხადებით, ის კარგად იქნება.
თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, თბილისის მერს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინა. კერძოდ, გაერკვია, რატომ შეიყვანეს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, გაზი, ერთი წლის წინ.
და რაც მთავარია, კახი კალაძე რომ მეტ ყურადღებას უთმობდეს კომპეტენტურ, პროფესიონალ ხალხს და არა თავის სამეგობროსა და ყაზტრანსგაზიდან მიღებულ მილიონებს, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა მომხდარი ტრაგედია და შესაძლოა, ახლა, 4 წლის ბიჭი, დედასთან ერთად, ცოცხალიც ყოფილიყო.
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
ასეთი ინფორმაციები მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამი...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.ცნობისთვის, ვაკი...
ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსულმა სანქცირებულმა კომპანია “როსნეფტმა”, საქართველოში საწვავი შემოიტანა. კერძოდ, ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, რუსული სანქცირებულ...
მომსახურების სააგენტოს სერვისების გარკვეული საფასურები იზრდება. საქმე ის არის, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწ...
გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობამ 30 ივლისი გლოვის დღედ გამოა...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები