1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება

საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება კარანტინის წესს, მას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები