1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

1 ივლისიდან საქართველო მზად იქნება ტურისტების მისაღებად

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაე განაცხადა. 

„ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნის შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შესაძლებლობებით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები