2 2 : 2 0
 | 

საზოგადოება

,,დოდო გუგეშაშვილს ხვალ ვეტყვით საშინელ სინამდვილეს, რის შემდეგაც შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით მიიყვანენ"

ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ. 

„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. 

მისივე თქმით, „რეანიმობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება“. 

შიხიაშვილის თქმით, ასევე უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    თბილისის საკრებულომ "ვარდების მოედანს" სახელი გადა...

    დღეს, 25 მაისის თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ვარდების რევოლუციის მოედანს" სახელი გადაარქვეს და "პირველი რესპუბლიკის" სახელი მიანიჭეს.სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ...

  • 15:07

    ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებ...

    26 მაისს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის (ლოკომოტივი) საკონფერენციო დარბაზში ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი და საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live   პრესკონფერენციას გ...

  • 14:44

    თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 ...

    26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებენ...

  • 11:59

    საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო...

    25 მაისი, 2018 -საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დ...

  • 10:16

    თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას...

    თიბისი სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მომდევნო დღეების განმავლობაში ღონისძიებებს გეგმავს. 25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თარიღი...

  • 00:15

    რა მოხდა ენგურჰესზე და რატომ ჩაბნელდა ქვეყნის ნაწი...

    ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვამ ენერგოსისტემა...

  • 23:25

    25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიდილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. საინტერესო საუბრები და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. კუროცნობისმოყვარეობამ შეიძლება შიშებიც დაგაძლევ...