2 3 : 5 0
 | 

საზოგადოება

15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. 

საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... 

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. 

ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა... 

მას მერე, უკვე ერთი თვეა, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს.

 შინაგანი ორგანოებიგიორგის მწყობრში აქვს, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოხდა და იმედოვნებენ, ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი მოახერხებს სიცოცხლისთვის ბრძოლას...
თუმცა სამწუხაროდ, ამასობაში ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც აქამდე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა.

 ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე - არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.


გიორგის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას - დედას და მამას დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი ისევ გაახელს თვალებს, ისევ დადგება ფეხზე და თავისი მხიარული, დაუდგრომელი ხასიათით გაახარებს გარშემო მყოფებს. 

თუ ბევრი ერთად დავეხმარებით, იქნებ კიდევ ერთი ახალგაზრდა გადავარჩინოთ. 


საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 - დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან. ზარის საფასური - 1 ლარი.
- - - 

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი:
TBCBGE22
მიმღების დასახელება - გელა გორგაძე
ანგარიში ლარებში: GE78TB7641945061100073

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:20

    უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – ექსკურსიაზე მყოფი 16...

    უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. 16 ...

  • 23:20

    27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი შეამცირეთ ხარჯი და კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უსიამოვნებებს გიქმნით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. კურო საღამომდე აქტუალური იქნება დისციპლინა და სიმშვიდე. თუ ზუ...

  • 17:58

    წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნებ...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლ...

  • 15:13

    ჯუნიორ ნბა-ს სიურპრიზი პირდაპირ ეთერში – ეკატერინე...

    29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-ს  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდა, სადაც უკვე მეორედ, ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.  ბოლო...

  • 12:03

    „სრულ გაუგებრობაში ვართ"- დავით გარეჯის მონასტრის ...

    დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფოს რეალურად ხელთ აქვს უამრავი ინსტრ...

  • 10:07

    “მე ავალ გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ი...

    ქორეპისკოპოსი იაკობი დავით გარეჯში  ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას გამ...

  • 17:08

    თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - ედიშერ მუშკ...

    თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "...

×