0 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შეიცავს თუ არა საქართველოში იმპორტირებული საწვავი ტყვიას?

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ის მეგობრებს მოუწოდებს, აიღონ სისხლის ანალიზი და შეამოწმონ მასში ტყვიის შემცველობა. თორნტონის თქმით, მის შემთხვევაში, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა, რასაც ის საქართველოში იმპორტირებული საწვავის დაბალ ხარისხსა და მასში ტყვიის შემცველობას უკავშირებს.
„მეგობრებო საქართველოში, აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ჩემი გაცილებით მაღალია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, სხვების - სერიოზულად საშიშ დონეზეა. მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ“ - წერს თორნტონი.

თორნტონის მოსაზრებას არ ეთანხმებიან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. მისი ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი „ეკომედიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ტყვიის შემცველი საწვავი არ შემოდის და გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქვეყანა აზერბაიჯანიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და დაბალი ხარისხის საწვავით მარაგდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ ევროპიდან მარაგდება.

„საქართველოში ბენზინის საწვავზე მთავრობის დადგენილების მიხედვით მოქმედი ხარისხობრივი ნორმები შეესაბამება ევრო-5 სტანდარტს, ბენზინის საწვავის იმპორტი ხდება ევროკავშირის ქვეყნებიდან; რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. წლებია, არ ხდება ბენზინის იმპორტი თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვინაიდან იქ წარმოებული ბენზინი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ამაზე ჩატარებულია მრავალი კვლევა, - მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, სადაც არასდროს დაფიქსირებულა ტყვიის შემცველი ბენზინის არსებობა ჩვენს ქვეყანაში“ - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

საქართველოში საწვავის იმპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორის, ლევან გიორგაძის თქმით კი, მათ მიერ იმპორტირებული ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, ქვეყანაში შემოდის ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტს. „ძალიან სამწუხაროა, რომ მოსახლეობა არაა ინფორმირებული და არასწორ დასკვნებს აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წლებია, საქართველოში აზერბაიჯანიდან ბენზინი არ შემოდის. ეს შეგიძლიათ, საბაჟო დეპარტამენტთან ან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გადაამოწმოთ.

რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს, ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ბენზინი შემოდის ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და საბერძნეთიდან და აბსოლუტურად ყველა ტონა შემოტანილი ბენზინი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს გარემოს დაცვასთან მიმართებაში, - მათ შორის ტყვიასთან მიმართებაში. შესაბამისად, ზუსტად ის ბენზინი შემოდის, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის მოქალაქეები.

რაც შეეხება დიზელს, ის საერთოდ არ შეიცავს ტყვიას, - არც ევროპული, არც აზერბაიჯანული და არც აფრიკული დიზელი“ - თქვა ლევან გიორგაძემ.NDI-ს საქართველოს ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ლორა თორნტონი Facebook-პოსტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს მისი, როგორც შეწუხებული მშობლის პოზიციაა და ის პირად სივრცეში საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებისას რაიმე ექსპერტულ კვლევას არ დაყრდნობია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემებით, დედაქალაქის ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლის შემდგომ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ანუ 0.0003 მგ/მ³-ს.

რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ. რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილზეა. გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...