0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა - გიორგი ჭანტურიას პატიმრობა მიესაჯა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოტახნის წინ მიიღო.  პროკურორმა ბრალდების მხარი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. 

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა.

უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. 

გიორგი ჭანტურიამ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. ჭანტურიას თქმით, მან პირველად დაკავების შემდეგ დატოვა ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყენაში დარჩენილიყო, ჩამოვიდა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, საქმის არც ერთ მოწმესთან მისულა და არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები