2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ჰაერის დაბინძურების მიზეზებს ასახელებს

კახაბერ კუჭავა: “გამოიკვეთა, რომ უხარისხო საწვავზე მეტად, ჰაერს აბინძურებს გაუმართავი ავტომობილები და მოძველებული ავტოპარკი”

2018 წლის აპრილში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზების დადგენა და პრობლემების მოგვარების გზების შემუშავება ევალება. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კახაბერ კუჭავა ამბობს, რომ კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ფიზიკური პირებისგან, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან უკვე 16 კვლევა მიიღო. კუჭავას თქმით, კვლევების მიხედვით, დედაქალაქში ჰაერს დამაბინძურებელი მთავარი ფაქტორი მოძველებული ავტოპარკია:„გამოიკვეთა, რომ უხარისხო საწვავზე მეტად, ჰაერს აბინძურებს გაუმართავი ავტომობილები და მოძველებული ავტოპარკი.

ქვეყანაში ავტომობილების 91% 10 წელზე დიდი ხნისაა. გაუმართავ მანქანაში, რაც არ უნდა კარგი საწვავი ჩაასხათ, ჰაერი მაინც დაბინძურდება. ცნობილი გახდა, რომ მძღოლების ნაწილი ტექდათვალიერების გავლის დროს კატალიზატორს აყენებს ავტომობილზე, თუმცა დათვალიერების დასრულების შემდეგ, მას ხსნიან. ამ კუთხით, ჩვენ მივცემთ ინსტრუქციებს შსს-სა და მერიას. კიდევ ერთი პრობლემაა მავნე ნივთიერების, აზბესტის შემცველი ხუნდები, რომელიც ავტომობილის დამუხრუჭებისას, ჰაერში ჯანმრთელობისთვის საშიშ მტვერს ფანტავს. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში აზბესტის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა აიკრძალება“ - თქვა კუჭავამ.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, კომისიის შემდეგი ნაბიჯია, პარლამენტში დაიბარონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომელთაც კომისიას საკუთარი კვლევები წარუდგინეს. კომისია მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოკითხავს. გამოკითხვის სავარაუდო თარიღად 27 ან 28 სექტემბერია ჩანიშნული.

„ჩვენ მათთან გარკვეული საკითხების დაზუსტება გვსურს. ამას Facebook-ითაც გავაშუქებთ, რომ ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს ნახვა. ამ შეხვედრაზე მიღებული დამატებითი რეკომენდაციების მიხედვით დავაზუსტებთ, ვის დავიბარებთ და ვის გამოვკითხავთ სახელმწიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან, სხვადასხვა ასოციაციებიდან. მაგალითად, ვგეგმავთ, დავიბაროთ გარემოს დაცვის სამინისტროს სააგენტოს, მერიის, ეკონომიკის სამინისტროს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები, შესაძლოა, მშენებელთა ასოციაციასაც ვესაუბროთ. ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არჩევნებმა ამაში ხელი არ შეგვიშალოს“ - თქვა კუჭავამ.კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის საერთო ანგარიშის ძირითადი ნაწილი უკვე მზადაა და დოკუმენტის მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიღებული ინფორმაციით შევსებაა საჭირო. „ვცდილობთ, რომ ეს დოკუმენტი მარტივად წასაკითხი იყოს. ანგარიშის პრეზენტაციის თარიღი დამოკიდებულია იმაზე, როდის დავასრულებთ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმადგენელთა გამოკითხვას. იმედი მაქვს, ნოემბრის ბოლომდე დოკუმენტს საზოგადოებას გავაცნობთ“ - თქვა კახაბერ კუჭავამ. თბილისში ჰაერის დამაბინძურებელი კომპონენტების შესასწავლად კვლევა ორგანიზაცია "ეკოხედვა/Eco Vision-მაც“ ჩაატარა. ამ კვლევით გაირკვა, რომ დედაქალაქის ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებს მტვერი, რომელიც დღის ყველა მონაკვეთში დასაშვებ ზღვარზე მაღალია. კვლევა სამ განსხვავებულ ლოკაციაზე ჩატარდა. ესენია: სატრანსპორტო კვანძი, სამშენებლო ტერიტორიები და რეკრეაციული უბნები. კვლევის მიხედვით, ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, - როგორც ჯამური მტვრის მონიტორინგის, ასევე მტვერში არსებული მცირე დისოერსიული ნაწილაკების ანალიზის შედეგად. ცნობილია, რომ pm2.5 განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის უჯრედში ილექება და მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. კვლევამ აჩვენა, რომ ნახშირჟანგის და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებზე მომატებულია პიკის საათებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...