2 2 : 0 5
 | 

საზოგადოება

"აფხაზეთის ომის დროს საქართველოს რუსეთი არ უპირისპირდებოდა" - მეჩითოვის მორიგი განცხადება

ხაზეთის ომის დროს საქართველოს რუსეთის სახელმწიფო არ უპირისპირდებოდა - ეს განცხადება, კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იური მეჩითოვმა გააკეთა.

9 აპრილის შემდეგ მეჩითოვი აფხაზეთის ომზე საუბრობს და საქართველოს კონკრეტულ ბრალდებებსაც უყენებს.

მეჩითოვი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ამჯერად აფხაზეთის ომზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ საქართველოს რუსეთის სახელმწიფო არ უპირისპირდებოდა.

„აფხაზეთის ომის დროს საბჭოთა კავშირი იყო დაშლილი და რუსეთი კიდევ დაშლილი და გაუბედურებული და იქ ვინ, რას აკეთებდა, რომელი შენაერთი ვის ებრძოდა არავინ იცოდა. ვისაც დაიქირავებდი ის იქნებოდი. დაგვექირავებინა ჩვენ რუსები, ისინი ჩვენს მხარეს იქნებოდნენ.

იყო, მაგრამ რუსეთის არა სახელმწიფოს სახით, არამედ დაშლილი, დაქუცმაცებული რაღაც სამხედრო ურთიერთობებით, რომელიც უკვე მუშაობდნენ, როგორც ბანდები. ისინი იყვნენ აფხაზების მხარეს,“ - განაცხადა მეჩითოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები