0 7 : 2 8
 | 

საზოგადოება

სერგი კაპანაძე შესაძლოა უმცირესობის ლიდერი გახდეს - რას უპირებენ დავით ბაქრაძეს?

ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ გაარკვია რომ ევროპულ საქართველოში, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის გადაყენებასა და მის ადგილზე სერგი კაპანაძის არჩევაზე მსჯელობენ.

ჩვენი ინფორმაციით, ბაქრაძის გადაყენებისა და კაპანაძის არჩევის თემაზე, ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მუშაობს.

ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია რომ გიგა ბოკერიამ უკვე დაიწყო ხმების დათვლა-მობილიზება, რათა „საჭირო დროს ეს საკითხი წამოწიოს და მის მიერ დაგეგმილი ცვლილებები განახორციელოს“.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ ფრაქციაში გაერთიანებული პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

ხოლო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებული პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

ამავე დროს, თუ უმრავლესობის ან უმცირესობის შემადგენლობა ემთხვევა ფრაქციის შემადგენლობას, შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე არის უმრავლესობის ან უმცირესობის ლიდერი.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, უმცირესობის ლიდერის ხელფასი 5540 ლარია.

ევროპული საქართველოს პოზიცია

itv.ge-ს ჟურნალისტმა SMS შეტყობინებები გაუგზავნა ევროპული საქართველოს ლიდერებს: სერგი კაპანაძეს, ოთარ კახიძესა და გიგა ბოკერიას. მათ, გავრცელებულ ინფორმაციას ბაქრაძის კაპანაძით ჩანაცვლების თაობაზე, სისულელე უწოდეს.

itv.ge: გავიგეთ რომ იგეგმება დავით ბაქრაძის გადაყენება უმცირესობის ლიდერის პოზიციდან და მის ნაცვლად სერგი კაპანაძის არჩევა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას, გსმენიათ ამის შესახებ?

ოთარ კახიძე: სრული სისულელეა.

გიგა ბოკერია: არათუ არ მსმენია, სრული სისულელეა.

სერგი კაპანაძე: არა, არ მსმენია, სისულელეა.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მას ჩვენ მსგავსი SMS შეტყობინება „ვოცაპში“ გავუგზავნეთ. ბაქრაძემ ჩვენი შეტყობინება ნახა და თავდაპირველად არ გვიპასუხა. თუმცა, მოგვიანებით ასე მოგვწერა: "არა, არ მსმენია და შეგიძლიათ თქვენც არ იღელვოთ ამ თემაზე".

P.S: გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძესა და ევროპული საქართველოს ზოგიერთ ლიდერს შორის გაუგებრობა მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძის მისამართით დაწერა რომ „ჯობია მიხედონ უმცირესობის ლიდერს, რომელიც სტრასბურგში დაცვით დადის და სხდომებს არ ესწრება“.

ჩვენი ინფორმაციით, დავით ბაქრაძე იმ გარემოებამ გაანაწყენა რომ ევროპული საქართველოს წევრებმა უმცირესობის ლიდერი წესიერად არც კი დაიცვეს და ვიცე-სპიკერ ჩუგოშვილის რეპლიკები არგუმენტირებული პასუხების გარეშე დატოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:20

    უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – ექსკურსიაზე მყოფი 16...

    უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. 16 ...

  • 23:20

    27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი შეამცირეთ ხარჯი და კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უსიამოვნებებს გიქმნით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. კურო საღამომდე აქტუალური იქნება დისციპლინა და სიმშვიდე. თუ ზუ...

  • 17:58

    წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნებ...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლ...

  • 15:13

    ჯუნიორ ნბა-ს სიურპრიზი პირდაპირ ეთერში – ეკატერინე...

    29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-ს  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდა, სადაც უკვე მეორედ, ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.  ბოლო...

  • 12:03

    „სრულ გაუგებრობაში ვართ"- დავით გარეჯის მონასტრის ...

    დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფოს რეალურად ხელთ აქვს უამრავი ინსტრ...

  • 10:07

    “მე ავალ გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ი...

    ქორეპისკოპოსი იაკობი დავით გარეჯში  ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას გამ...

  • 17:08

    თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - ედიშერ მუშკ...

    თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "...

×