0 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ… აწი, ღმერთი როგორც ინებებს” – დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა,“ – ესაა დეკანოზ გიორგი მამალაძის გზავნილი P.S.-ს.

თავად მას ორი დღის წინ მომხდარი ინსულტის შედეგად საუბარი უჭირს. დეკანოზის გზავნილი P.S.-ს მისმა ადვოკატმა გადმოსცა.

დეკანოზს ინსულტის შედეგად  წართმეული და პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები და უჭირს მეტყველებაც. ადვოკატი აცხადებს, რომ მღვდლის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, გაუარესებულია.

დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ მამა გიორგი აზიარეს.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, სწორედ ზიარების მოთხოვნით მართავდა აქციებს საპატრიარქოს წინ. ეს პირობა შესრულდა, მაგრამ აქცია დღესაც გაიმართა და მომავალშიც გაგრძელდება.

დეკანოზის ოჯახი პირდაპირ პატრიარქს მიმართავს და ითხოვს, რომ ილია მეორემ პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართოს, ვინაიდან მამა გიორგის სიცოცხლე უკვე სერიოზული რისკის წინაშე დადგა. დეკანოზის ახლობლები ამბობენ, რომ მსჯავრდებულის საკანში დარჩენა მისი სიკვდილის ტოლფასია.

პარალელურად, დეკანოზის ძმა აფრთხილებს ყველას, ვისაც შესაძლოა, პატიმრის სიკვდილი აწყობდეს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მან იცის ყველაფერი, რაც იცის მისმა ძმამ და რომ მოხდეს და მამა გიორგი ციხეში გარდაიცვალოს, მაშინ მისი ოჯახი იტყვის ყველაფერს, რასაც დეკანოზი ამდენ ხანს საიდუმლოდ ინახავდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...